ეტაპობრივი არდადეგები სკოლებში - "ჯეჯელავა ქარის წისქვილებს ეომება“
პოლიტიკა - 16:56, 06 Mar, 2017     11411

სკოლის საგაზაფხულო არდადეგები მომდევნო წელს შესაძლოა ქვეყნის რეგიონებში სხვადასხვა დროს, საკურორტო სეზონების გათალისწინებით გამოცხადდეს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

თემის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა. მისი თქმით, მსგავსი მეთოდები მოქმედებს ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, რადგან აქ კლიმატი შტატებს შორის მართლაც განსხვავებულია, საქართველოში კი მცირე სხვაობა კლიმატს შორის სხვანაირად უნდა დარეგულირდეს:

„მე შთაბეჭდილება მექმნება, რომ ჯეჯელავას ჰგონია, რომ არის დონ კიხოტი და ეომება ქარის წისქვილებს, ის იგონებს პრობლემებს, ცდილობს რომ გადაწყვიტოს, ამის გადაწყვეტაც არ გამოსდის და ნამდვილი, რეალური პრობლემები, რომლებიც ყველას აწუხებს საქართველოში, არც კი ეხება. საუბარი ახლა არდადეგების რეგიონების მიხედვით სვადსხვა დროს დაწყებაზე, არარელევანტურია იმ პირობებში, როდესაც 2 წელია ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ვერ დაიწყეს სკოლებში. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც დაამტკიცეს ორი წლის წინ, ვერ შევიდა ძალაში, რადგან მეთორმეტე კლასი საერთოდ არ დადის სკოლაში, ვერ წერენ სახელმძღვანელოებს, მშობლებისგან ფულს აგროვებენ ფარდებით დაწყებული და ცარცით დამთავრებული, გადასახადებისთვის და ამ პირობებში ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონების მიხედვით არდადაეგების დანიშვნაზე?

ის ახსნა-განმარტება, რომელიც მინისტრმა მოიყვანა, ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ის სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. საუბარი იმაზე, რომ სხვადასხვა დროს დანიშნული არდადაეგების გამო მშობლები შვილებს კურორტებზე წაიყვანენ, იქ სადაც ამ პერიოდში იქნება დაბალი გადასახადი, არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას. ეს კურორტები ცარიელია არა იმიტომ, რომ ბავშვები სწავლობენ, არამედ იმიტომ, რომ მშობლებს ფული არ აქვთ, ბავშვები არდადეგებზე დადიან ბებიებთან და ბაბუებთან და არა იმიტომ, რომ მათ მშობლებს ფანტაზია არ აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ფული არ აქვთ.

მეორე არგუმენტი კი არის ის, რომ თურმე სხვადასხვა კლიმატური პირობებია. საქართველოში დაახლოებით 600 ათასი მოსწავლეა, დაახლოებით 70 % დიდ ქალაქებში სწავლობს, ამ ქალაქებს შორის არის კლიმატის თვალსაზრისით გარკვეული სხვაობები, მაგრამ არა დრამატული. ეს პოლიტიკა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან იქ ნამდვილად დიდი სხვაობაა. ეს განსხვავება შეიძლება ვნახოთ მაღალ მთაში საქართველოში, ჩვენ აქ პრობლემას ვარეგულირებდით კონკრეტული სეზონის ამინდიდან გამომდინარე, სხვანაირად კლიმატის ცვილებების განსაზღვრა შეუძლებელია“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42