„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ე.წ მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს შეხვდა.
როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი შეეხო 8 მარტს, სტრასბურგში დანიშნულ სხდომას, სადაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე უნდა იმსჯელოს.
ამასთან, მისი თქმით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენებზე იუსაუბრეს.
„საკვანძო მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის ყველა თვალსაზრისით და კერძოდ, სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
იცით, რომ სტრასბურგში განიხილება „რუსთავი 2“-ის საქმე და ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ტელეკომპანიის საკითხზე.
ამავე დროს, რამდენიმე დღეში იქნება მოსმენა, ვანო მერაბიშვილის საქმისა, სადაც ასევე პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომლიც მოგვიანებით იქნება გამოცხადებული.
ჩვენთვის, ერთადერთი გუნდისთვის, რომელსაც შეუძლია ქვეყანა ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოიყვანოს ეკონომიკურად პირველ რიგში და პოლიტიკურად, იმ კრიზისიდან რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა საქართველო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ინსტიტუტები ეფექტურად გამოვიყენოთ, რათა ქვეყანა ამ სახიფათო გზიდან გადავიყვანოთ. ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვქონდა დისკუსია-საუბარი, მის პერსონალურ საქმეზე, ისევე როგორც ზოგად პოლიტიკურ ვითარებაზე. პირველ რიგში „რუსთავი 2“,-ის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე“,- განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






