"მედიაომბუდსმენის რეკომენდაციას წონა უნდა ჰქონდეს, ამ შემთხვევაში მივესალმები" - ირაკლი ტაბლიაშვილი
პოლიტიკა - 14:16, 06 Mar, 2017     1808

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნას მიესალმება.
როგორც მან "ნიუპოსტს" განუცხადა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციაში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული, სანდო ბექგრაუნდის მქონე პირები გაწევრიანდნენ.

"ბოლო ხანებში, მე კრიტიკოსი ვარ მედია პოლიტიკისა, რომლის უკანაც ჩემი ღრმა რწმენით ხელისუფლება დგას. ამ ყველაფრის მიუხედავად, მივესალმები რომ ამ ქვეყანაში შეიძლება მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნას. მედიას სჭირდება კარგი ადვოკატები, რომლებიც კრიტიკულები იქნებიან, მათ შორის ხელისუფლების მიმართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ შეირჩევა მედიაომბუდსმენის თანამდებობაზე. როგორი ბექგრაუნდი და მსოფლმხედველობის ადამიანები იქნებიან ამ ინსტიტუტში. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. თუ ხელისუფლება ამ ინსტიტუტს შემოიღებს იმისთვის, რომ ჩაითვალოს, რომ ის ფიქრობს, დარდობს მედია ადვოკატირებაზე, ამ შემთხვევაში ამას აზრი არ აქვს. ამ ორგანიზაციის რეკომენდაციას წონა უნდა ჰქონდეს და ამ რეკომენდაციებს ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს. ამ შემთხვევაში, მე მივესალმები მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნას"- განუცხადა "ნიუპოსტს" ირაკლი ტაბლიაშვილმა.
შეგახსენებთ, პრემიერმინისტრი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის. პრემიერის ინიციატივის მიხედვით, ამ ინსტიტუტში მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42