"კვირიკაშვილი ივანიშვილის ასისტენტია, რომელიც ოლიგარქის ხუშტურებს ასრულებს"- მელია პრემიერის ინიციატივას დაგვიანებულად მიიჩნევს
პოლიტიკა - 13:30, 06 Mar, 2017     1812
"ნომინალური პრემიერის ნირწამხდარი, ძალიან არაადეკვატური განცხადება" - ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, საქართველოს პრემიერ -მინისტრის გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის.

მელიას განცხადებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ კვირიკაშვილის ინიციატივა არაფრისმომცემია.

"როგორც ჩანს ისინი აცნობიერებენ, რომ მათ დაუშვეს ძალიან დიდი შეცდომა, რასაც ცივილიზებული სამყაროდან კრიტიკული განცხადებების ნაკადი მოჰყვა, არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ. კვირიკაშვილი იმდენად ნომინალური ფიგურაა, მისი ერთადერთი მოვალეობა, მთავრობის სხდომაზე ამა თუ იმ განცხადების გაკეთებაა. ეს ადამიანი ივანიშვილის ასისტენტია, რომელიც ოლიგარქის ხუშტურებს ასრულებს და როცა ეს ადამიანი, აცხადებს, რომ მედიაომბუდსმენი უნდა შეიქმნას... როდის აკეთებს ამ განცხადებას? - როცა ბიძინა ივანიშვილმა უამრავი მედია ჩაიგდო ხელში. "მაესტრო" უკვე აქცია ჯიბის ტელევიზიად, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" რაც ხდება კარგად ვხედავთ და "რუსთავი 2", რომლის წინააღმდეგაც, ივანიშვილმა ყველა ბერკეტი გამოიყენა. ამ ფონზე როცა ოლიგარქიული მანქანა მოცურდა, მთელი მსოფლიო აალაპარაკა, ძალიან კომიკურად ცდილობენ იქნებ რამენაირად სახე შეინარჩუნონ და აკეთებენ დავარცხნილ განცხადებებს. თუმცა ყველასათვის ნათელია რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ პრემიერის ეს განცხადება ამ ქვეყანაში არავისთვის არ არის საინტერესო. ამ ქვეყანას არ ჰყავს არც პრემიერ-მინისტრი, ამ ქვეყანას მართავს ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ქვეყანას ოლიგარქიული მეთოდით, თავისი მილიონებით მართავს"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42