„მას მოვთხოვეთ, რომ სამი საკითხის მოკვლევა დაიწყოს აუდიტის სამსახურმა. პირველი, ეს არის კანონიერების საკითხის შესწავლა ნატა ნაზღაიძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემისა, რამდენად იკვეთება კორუფციული ფაქტები და რამდენად უკავშირდება იგი კორუფციულ გარიგებას და რუსთავი 2-ის საქმეს, მეორე, აუდიტის სამსახურმა უნდა გაარკვიოს ის უკანონო ქმედება, როდესაც იგი არ გამოცხადდა თბილისის საკრებულოში და უკანონო დავალება, რომელიც თანამშრომლებს მისცა არ მოსულიყვნენ საკრებულოს წევრების დაბარებით. ეს არის კანონის დარღვევა და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, აუდიტის სამსახურმა აუცილებლად უნდა შეისწავლოს ის უკანონო განკარგულებები, რომელიც თბილისის მერიაში გაიცა, როდესაც დეპუტატებს აუკრძალეს თბილისის მერიაში შესვლა,“-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
საკრებულოს დეპუტატების განცხადებით, საკითხების შესწავლის ოფიციალური მიმართვა თბილისის მერიის აუდიტის სამსახურს დღესვე გაეგზავნება.
მერიის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ბადრი გიორგიძის ინფორმაციით, აუდიტის სამსახურს მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით მილიონი ლარის ქონების გადაცემის საკითხის შესწავლა ჯერჯერობით არ დაუწყია.
„საქართველოს მთავარი პროკურატურა ახორციელებს საქმის შესწავლას, ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან და ვაწვდით ყველა იმ ინფორმაციას, რაც მათ დასჭირდებათ,“ - აცხადებს გიორგიძე.
მასალის გამოყენების პირობები






