ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდაჭერის გამოსახატავად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები თბილისის ქუჩებში საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებენ. ოპოზიციური პარტიები რუსთავი 2-ის მხარდამჭერებს, 11 მარტს, პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
„რუსთავი 2-ის დახურვა, ეს არის პირველ რიგში არა პოლიტიკოსების პრობლემა, არამედ მოქალაქეების პრობლემა. იმიტომ, რომ რუსთავი 2 არის სივრცე, სადაც ძალიან ღიად აკრიტიკებენ ხელისუფლებას, სწორედ ცალკეული მოქალაქეების პრობლემების გამო. ეს არის გაჭირვება, ადამიანების დაუცველობა, უსამართლობა. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, არ უნდა ვიყოთ მოწყვეტილი იმ ადამიანებს, რომელთა საზრუნავიც უნდა იყოს პირველ რიგში რუსთავი 2. ამიტომ, ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში დავარიგებთ ფლაიერებს და შევატყობინებთ მოსახლეობას აქციის შესახებ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






