საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა
პოლიტიკა - 11:22, 06 Mar, 2017     1468
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბერლინში, გერმანიის ბუნდესტაგში გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის, კარინ შტრენცის მიწვევით გაემგზავრა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ლევან კობერიძე, ზაზა ხუციშვილი, ანრი ოხანაშვილი, სერგო რატიანი და პარლამენტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ნათენაძე არიან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ხელმძღვანელობს.

საპარლამენტო დელეგაციის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან და სხვადასხვა კომიტეტების ხელმძღვანელებთან. ასევე, შეხვედრები გაიმართება გერმანიის საგარეო საქმეთა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროებსა და ფედერალური კანცლერის სამსახურის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება ბერლინურ-ქართული და ბრანდერბურგულ-ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან.

გერმანიაში, ქართველ კანონმდებელთა სამუშაო ვიზიტი 10 მარტამდე გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42