მედიასაშუალებები "რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
პოლიტიკა - 23:09, 05 Mar, 2017     6006
ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები რუსთავი 2–ის საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ყურადღებით ვადევნებთ თვალს ტელეკომპანია რუსთავი2–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რადგან ვთვლით, რომ ამ ტელეკომპანიის საქმის განვითარება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე, მედიაგარემოსა და დემოკრატიის განვითარებაზე. სამწუხაროდ, ქართული სასამართლოს პირველივე ინსტანციიდან იყო ღია ნიშნები იმისა, რომ პროცესი არ არის დაცლილი პოლიტიკური გავლენისგან. პირველი ინსტანციის მოსამართლემ მიიღო განჩინება, რომლითაც გააჩინა შესაძლებლობა, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაერიოს მედიასაშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობაში და მიუთითოს მას, როგორ წარმართოს თავისი საქმიანობა. რუსთავი 2-ის სასამართლოში მიმდინარე დავის პარალელურად ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აკრიტიკებდნენ ამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლომ უმოკლეს დროში მიიღო გადაწყვეტილება ისეთ მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც თავისი არსით საყოველთაო მნიშვნელობისაა და ამასთან მოცულობითია. ქართული სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ამ და სხვა ფაქტებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ტელეკომპანია რუსთავი2–ის ამჟამინდელ მფლობელებს შეეზღუდათ ქვეყნის შიგნით სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ შთაბეჭდილების ფონზე, მოხარულები ვართ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა რუსთავი2–ის საქმეს და დროებით შეაჩერა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დავის საბოლოო განხილვამდე ძალაში დატოვებს ამ გადაწყვეტილებას და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიას შესაძლებლობა ექნება ევროპის სასამართლოში დავის დასრულებამდე გააგრძელოს მაუწყებლობა და უზრუნველყოს პლურალისტული გარემო ქვეყანაში.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2 -ის საქმეზე მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებისთვის, რადგანაც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ორ სუბიექტს შორის სამართლებრივი დავაა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ იზიარებს და მიიჩნევს ხელისუფლების მცდელობად ხელში ჩაიგდოს ყველაზე რეიტინგული და ხელისუფლების მიმართ ერთ–ერთი ყველაზე კრიტიკული არხი. ვფიქრობთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ კონსენსუსს ამ საკითხზე ევროპის სასამართლოს მიმართ მაღალი ნდობის გამო. მედია პლურალიზმი ამჟამად საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც რუსთავი 2 -ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის პარალელურად ქვეყანაში დისკუსიის საგანია საზოგადოებრივი მაუწყებელის მომავალი. მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან არსებული ეჭვების ფონზე, ახალმა ხელმძღვანელობამ წარმოადგინა მაუწყებლის განვითარების გეგმა, რომელიც ყველა გადაცემის დახურვას ითვალისწინებს 2018 წლამდე. ამ ფონზე ქვეყნის მთავარ, ყველაზე რეიტინგულ, მთავრობისგან დამოუკიდებელი არხის მფლობელის შეცვლამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართულ დემოკრატიას და მოქალაქეების ხელმისაწვდომობას მიუკერძოებელ ინფორმაციასა და მრავალფეროვან მოსაზრებებზე".

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ნინო ჯანგირაშვილი – ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი;
  • მამუკა ღლონტი – რადიო მაესტროს დირექტორი, შპს სტუდია მაესტროს ერთ–ერთი მფლობელი;
  • ილია კიკაბიძე – შპს ტელეკომპანია მაესტროს დირექტორი;
  • ლიკა ბასილაია – ვებპორტალი “ევროპა საქართველოსთვის“;
  • დიანა ტრაპაიძე – ტელეკომპანია “პირველის“ ჟურნალისტი, გადაცემა “დღის ამბების“ წამყვანი;
  • ირაკლი ტაბლიაშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, გადაცემა “ვექტორის“ თანაწამყვანი;
  • გიორგი ისაკაძე – ფონდი ბიზნესმედია საქართველო, გადაცემების: საქმიანი დილა, ანალიტიკა, ბიზნესკონტრაქტი, ქალების ნარატივის ავტორი;
  • მერაბ მეტრეველი – ჟურნალისტი;
  • ია ბობოხიძე – საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე;
  • ნესტან ცეცხლაძე – ნეტგაზეთის მთავარი რედაქტორი;
  • ეთერ თურაძე – ჟურნალ ბათუმელების მთავარი რედაქტორი;
  • თაზო კუპრეიშვილი – საინფორმაციო პორტალ On.ge-ს მთავარი რედაქტორი;
  • გენადი უჩუმბეგაშვილი – ინტერნიუს – საქართველო;
  • გვანცა ფიფია – სააგენტო აქცენტის დირექტორი.
  • სოფო ჩხაიძე – გაზეთ 24 საათის მთავარი რედაქტორი;
  • მამუკა ფაჩუაშვილი – გაზეთ 24 საათის დამფუძნებელი;
  • მაია ჭალაგანიძე – გაზეთ WEEKEND –ის მთავარი რედაქტორი;
  • პაატა ვეშაპიძე – გაზეთ 24 საათის დამფუძნებელი;
  • ნინია კაკაბაძე – ბლოგერი;
  • ირაკლი მანაგაძე – ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსის მთავარი რედაქტორ;
  • მაკა ჯახუა – ასოციაცია მწვანე ტალღა;
  • რამაზ სამხარაძე – საქართველის რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის თავმჯდომარე, სამაუწყებლო კმპანია ჰერეთის (რადიოები თბილისისა და ჰერეთის) დირექტორი და დამფუძნებელი;
  • გელა მთივლიშვილი . საინფორმაციო ცენტრეების ქსელის რედაქტორი;
  • ეკა ალფაიძე – სდამოუკიდებელი ჟურნალისტი;
  • ეკა შინდაგორიძე - სააგენტო ნიუპოსტი, მთ. რედაქტორი
  • თამარ ჩეგოლეიშვილი – ტაბულას დირექტორი;

  • ნინო ჭელიძე – სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბის დირექტორი;
  • რომან ქევხისვილი – დამოუკიდებელი ჟურნალისტი;
  • რაულ ქირია ახალი ამბების სააგენტო FRONT NEWS;
  • ზვიად ფოჩხუა – საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის პრეზიდენტი;
  • ეკა ჯანაშია – ჟურნალისტი;
  • პირველი რადიო;
  • სალომე აჩბა – მედიაჩეკერის მთავარი რედაქტორი;
  • ახალი ამბების სააგენტო timer.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42