არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსთავი 2-ის დასაცავად სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით მიმართეს
პოლიტიკა - 22:14, 05 Mar, 2017     3164
რუსთავი 2-ი საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებით. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ,,ევროპულმა სასამართლომ უნდა შეინარჩუნოს 39-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებული დროებითი ღონისძიება იქამდე, ვიდრე სასამართლო არ განიხილავს საქმის არსებით

განცხადებას, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში უკვე გაიგზავნა, და რომელსაც 28 არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აწერს ხელს, უცვლელად გთავაზობთ:

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მე-4 სექციის პრეზიდენტს

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები, საჭიროდ მივიჩნევთ გავაკეთოთ წინამდებარე განცხადება რუსთავი 2 -ის საქმეზე გამოყენებული დროებითი ღონისძიების თაობაზე. როგორც ცნობილია, ევროპულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მიმდინარე წლის 3 მარტს გამოყენებული დროებითი ღონისძიების გაგრძელების ან შეჩერების საკითხი. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ევროპულმა სასამართლომ უნდა შეინარჩუნოს 39-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებული დროებითი ღონისძიება იქამდე, ვიდრე სასამართლო არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს.

იმის გათვალისწინებით, რომ არასამთავრობო სექტორი სიღრმისეულად აკვირდებოდა და მონიტორინგს უწევდა ზემოაღნიშნულ საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოებას ეროვნულ სასამართლოებში, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია თქვენთვის მომართვა და შესაბამისი პრობლემების ხაზგასმა. ასევე, გვსურს, სასამართლოს ყურადღება მივაპყროთ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მესაკუთრის შენარჩუნების აუცილებლობაზე, იმის გამო, რომ ამ მედია საშუალების სარედაქციო პოლიტიკა პირდაპირ არის დამოკიდებული აღნიშნულ საკითხთან.

ამ საქმეზე განხორციელებული მონიტორინგი გვაძლევს მყარ საფუძველს, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, საქმის განხილვის მთელი პროცედურის განმავლობაში, იყო დარღვეული. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე ეს საქმე (ნომინალურად) წარმოდგენილი იყო როგორც 2 კერძო პირს შორის ქონებრივი დავა, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ცდილობდა დაემყარებინა კონტროლი მთავარ ოპოზიციურ მედია საშუალებაზე, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს მედია პლურალიზმს და დემოკრატიას ქვეყანაში.

ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა:

  • ეროვნულ სასამართლოში პროცესის დაწყების მომენტიდანვე გაჩნდა ეჭვი რომ განსახილველ საქმეს პოლიტიკური კონტექსტი ჰქონდა. სასამართლო სხდომების დაწყების შემდეგ ეს ეჭვი არ გაქარწყლებულა, პირიქით კიდევ უფრო გამყარდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოხატეს შეშფოთება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე, რომლითაც დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში დაინიშნა დროებითი მმართველი და მას მიენიჭა ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილება, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად.[1] კითხვები გააჩინა როგორც საქალაქო ისე სააპელაციო სასამართლოში სასამართლო განხილვების დაჩქარებულად წარმართვამ. ამის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს რუსთავი 2-ის საპროცესო უფლებების უკანონოდ შეზღუდვის თაობაზე.

  • საქმის განხილვის ყველა ეტაპზე არსებობდა კითხვები მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. კონკრეტულად, პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას, ეჭვი აღძრა იმ ფაქტმა, რომ მოსამართლის დედის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, რაც შესაძლოა გამოყენებულიყო მოსამართლეზე ზეწოლის განსახორციელებლად. რუსთავი 2-ის ადვოკატებმა მოითხოვეს მოსამართლეთა აცილება სააპელაციო სასამართლოშიც, იმ საფუძვლით, რომ ცალკეულ მოსამართლეებზე მთავრობა ახორციელებდა მათზე ზეწოლას. აგრეთვე, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ორ მოსამართლეზე გაცხადებული ზეწოლის ფაქტზე, მითითებული საქმე გასაჯაროებულ იქნა რუსთავი 2-ის მიერ.

  • სამართალწარმოების განმავლობაში, რუსთავი2-მა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა გარკვეული სამართლებრივი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე. ზუსტად ამ დროს, მთავრობამ მოახდინა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირება. მიუხედავად ვენეციის კომისიის და არასამთავრობო სექტორის ძალიან კრიტიკული შენიშვნებისა, ხელისუფლებამ დაამტკიცა ეს საკანონმდებლო ცვლილებები. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებმა გამოიწვია საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირების შეფერხება და ხელი შეუშალა გადაწყვეტილების მიღებას რუსთავი 2 -ის საქმეზე.

ამ სამართლებრივი საკითხების გარდა, აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2 არის კრიტიკული მთავრობის მიმართ და ამავე დროს იგი წარმოადგენს ყველაზე ყურებად კერძო მედია საშუალებას საქართველოში. მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები ხშირად თავს არ იკავებდნენ ღიად გაეკრიტიკებინათ ტელევიზია კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო.

რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება, უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების შემდგომ, იქნება გადამწყვეტი დარტყმა თავისუფალ მედიაზე. ამით შესაძლოა მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი პლურალისტურ მედია გარემოს, რომელიც თავის მხრივ გამოიწვევს უკიდურესად ნეგატიურ შედეგს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე.

გვსურს სასამართლოს ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა და მისი დამოუკიდებლობა დადგება რისკის ქვეშ, თუ შეიცვლება ამ მედია საშუალების მესაკუთრე.

და ბოლოს, ხაზგასასმელია კონტექსტიც. ამჟამინდელი მმართველ ძალას საქართველოში, გააჩნია საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, რაც ასუსტებს ურთიერთგაწონასწორებისა და ურთიერთშეკავების მექანიზმს ქვეყანაში. ამ ვითარებაში მედიის როლი არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული კონტროლისა და ანაგრიშვალდებულებისათვის.

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო;
  2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  3. საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისათვის;
  4. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;
  5. მედიის განვითარების ფონდი;
  6. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  7. რეგიონალური მაუწყებლობის ასოციაცია;
  8. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  9. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;
  10. ატლანტიკური საბჭო;
  11. რეფორმების ასოციაცია;
  12. საზოგადოება და ბანკები;
  13. კავშირი საფარი;
  14. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;
  15. თანასწორობის მოძრაობა;
  16. სტრატეგიული სწავლების რეგიონული ცენტრი;
  17. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი;
  18. თანამშრომლობა ადამიანის უფლებებისთვის;
  19. ალიანსი ბალტიკა შავი ზღვისთვის;
  20. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი;
  21. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი;
  22. სამოქალაქო განათლების ფონდი;
  23. კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
  24. მედია კლუბი;
  25. ასოციაცია მწვანე ალტერნატივა;
  26. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
  27. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
  28. გაეროს ასოციაცია საქართველო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42