კონსტიტუცია არავიზე მორგებით არ იწერება, მითუმეტეს არავის ტონიდან გამომდინარე - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 22:05, 05 Mar, 2017     2960
კომენტარს არ გავაკეთებ ამ ცოტა ემოციურ განცხადებაზე - ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ,,იმედის კვირაში“, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების პასუხად გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, კონსტიტუცია არავიზე მორგებით არ იწერება და მითუმეტეს განცადბის ტონის მიხედვით.

,,კონსიტუტციის წერა ერთ პირობნებაზე მორგებით არასწორია და ეს ჩვენთან მომხდარა და არაერთხელ. არამცთუ ერთ პიროვნებაზე მორგებით, არამედ მე თუ კარგ კომენტარს გავაკეთებ ერთი კონსტიტუცია იქნება, თუ კომენტარი არასწორი გამომივა მეორე კონსტიტუცია ექნება ქვეყანას. ესეც არასწორია. შევხედოთ იმას კი არა ვინ რა განცხადება გააკეთა, არამედ კონსტიტუცია არავიზე მორგებით არ იწრება და მითუმეტეს არავის განცხადების ტონიდან გამომდინარე, ის იწერება საერთო თანხმობით. ამიტომ მინდოდა რომ მე ბატონი ირკალი და ბატონი კვირკაშვილი ვყოფილიყავით თანათავმჯდომაფრეები, რომ პროცესი ყოფილიყო ღია. როცა კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს ფუნდამენტურად, ასეთი ცვლიელება აპრიორი გულისხმობს იმას, რომ ამ ცვლილების მონაწილე ვართ ხალხი.

კონსტიტუციის დამწერი ვართ ხლახი, ეს არის თანხმობა როგორ ვიცხოვრებთ. ეს უნდა იყოს ხალხის დოკუმენტი, ერთი ორი მუხლის ჩანაცვლებაზე, არაა საუბარი. ამიტომ მინდოდა ვყოფილიყავი თანათავმჯდომარე და არა ჩემი არჩევის ფორმის გამო. ჯერ არ გამიკეთებია განცხადება ვაპირებ თუ არა მონაწილეობას, მაგრამ როცა ეს განცხადება არ გამიკეთებია, რა მორგებაზეა საუბარი? „ - განაცხადა მაგველაშვილმა.

პრეზიდენტმა კითხვა დასვა - რა მოტივაციით იცვლება კონსტიტუცია? და რამდენად არის ხალხი ამ ფუნდამენტური ფვლილების მომხრე?

,,წავიდეთ უფრო სიღრმისეულად, საერთოდ რატომ ვცვლით ამ კონსტიტუციას? რამე რომ გააკეთოთ მოტივაცია ხომ უნდა გქონდეთ? ამის თაობაზე არაფერი არ გაგვიგია. თუ ახალს ვაშენებ, ყველა ვინადარს ხომ უნდა კთხო როგორს აშენებ, და რატომ ანგრევ არსებულს? თუ რამე პროცესი იწყება უნდა იყოს ცნობილი რატომ? და საზოგადოებას უნდა კითხო - უნდა კი ამის ცვლილება?

თავისთავად ამ მიდგომას კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, რომ პრეზიდენტის ტონი არ მომეწონა და სხვა კონსტიტუცია გვექნება, არ ექნება მაღალი შეფასება“ - განაცხადა მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42