რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად - ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება
პოლიტიკა - 22:02, 05 Mar, 2017     2822
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები რუსთავი 2-ს საქმესთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ. ისინი საქართველოში ხელისუფლების მხრიდან სიტყვის თავისუფლებასა და მედია პლურალიზმზე განხორციელებულ შეტევაზე ამახვილებენ ყურადღებას.


განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"პოლიტიკური პარტიების საერთო განცხადება

"ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი პოლიტიკური პარტიები, მოვუწოდებთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს და დემოკრატიულ სამყაროს, აღიმაღლოს ხმა საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და მედია პლურალიზმზე მიტანილი შეტევის წინააღმდეგ.
რუსთავი 2, ერთადერთი დიდი პროდასავლური მთავრობის მიმართ კრიტიკული მედია საქართველოში, პრაქტიკულად მითვისებულია ქვეყნის დე ფაქტო მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მიერ. რუსთავი 2 არის უკანასკნელი დიდი მედია, რომელიც არ კონტროლდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანიშვილისა და პარტია ქართული ოცნების მიერ.

"2 მარტს სამოქალაქო პროტესტის მიუხედავად საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, დახურულ კარს მიღმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც რუსთავი 2-ის მფლობელობა მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს, ივანიშვილთან დაახლოებულ პირს და ქართული ოცნების დეპუტატის ძმას.

"რუსთავი 2-ზე კონტროლის დამყარებით ივანიშვილი მოიპოვებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე სრულ კონტროლს.

"აღსანიშნავია ისიც, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც დაგმო სანდო საერთაშორისო და ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების უმრავლესობამ, მიღებულ იქნა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მომდევნო დღესვე. ეს გადაწყვეტილება ასევე არის უმძიმესი დარტყმა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

"სამივე ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების პრინციპები და მართლმსაჯულება წარმართა მთავრობის აგრესიული ჩარევის პირობებში. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მნიშვნელოვან ფაქტორად სწორედ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა დაასახელა. ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივად დაესაბუთებინა გადაწყვეტილება.
ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია საფრთხეშია, რადგან არაფორმალურმა მმართველმა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ, მოიპოვეს აბსოლუტური კონტროლი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებზე და ახლა ანადგურებენ დარჩენილ სახელმწიფო ინსტიტუციებს როგორებიცაა, პრეზიდენტი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და საკონსტიტუციო სასამართლო.

"ყველაფერმა ზემოთთქმულმა შესაძლოა შეუქცევადად დააზიანოს საქართველოს დემოკრატიული გზა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

"ჩვენ მოვუწოდებთ ევროპის პარლამენტს, ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირს და ეუთო-ს ხმა აღიმაღლონ მოვლენათა საგანგაშო განვითარების წინააღმდეგ.

"ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო ჩარევა იქნება გადამწყვეტი საქართველოში მედია თავისუფლების, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, და დემოკრატიული განვითარების შესანარჩუნებლად.

  1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოძრაობა
  2. მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო
  3. თავისუფალი დემოკრატები
  4. საქართველოს ლეიბორისტული პარტია
  5. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
  6. პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის"
  7. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
  8. საქართველოს ევროპელი დემოკრატები
  9. ახალი ერთობა საქართველოსთვის
  10. სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო,
  11. ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
  12. პარტია რეფორმატორები
  13. ახალი მემარჯვენეები
  14. ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42