,,პოლიტიკოსმა აკეთოს პოლიტიკა, პროკურორმა პროკურორის საქმე, გამომძბელმა თავისი და შესაბამისად, მე არ ვარ არც მოსამართლე, არც პროკურორი და არც ადვოკატი, მე სამართლებრივ დავაში არ შევდივარ. დავაფიქსირე პოლიტიკური რეალობა, რომელშიც ჩვენ ვართ და ვთქვი, რომ რუსთავი 2-ის გაჩერებით, ჩვენ ძალიან სერიოზულ დარტყმას მივაყენებთ ქართულ დემოკრატიას, ეს ერთი და მეორე- საერთაშორისო ომიჯს და ორივე უაღრესად მნიშნელოივანია. ძალიან მნიშვნელოივანია თავისუფალი მედია, შესაძლოა მიკერძოებულიც."
წამყვანის კითხვაზე, პრეზიდენტის მხრიდან ნინო გვენეტაძის წარდგენა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ხომ არ იყო შეცდომა, გიორგი მარგველაშილმა განაცხადა, რომ მოსამართლე არ არის ვალდებული ლოიალური იყოს ვინმეს პოზიციის მიმართ.
,,აქ გამოდის ისე, რომ მე მოსამრთლე წარვადგინე და თითოქსდა ის მოსამართლე ვალდებულია, რომ ჩემს პოზიციაზე იდგეს. მოსამართლის ნაწილში ის ვალდებული არ უნდა იყოს პრეზიდენტის ან სხვა წარმდგენის მიმართ ლოიალობა გამოიჩინოს.
სასამართლოს პრობლემებთან დაკავშირებით, პირადად მითქვამს, რომ მზად ვარ მხარი დავუჭირო ნებისმიერ მოსამართლეს, რომელიც შეიძება განიცდიდეს ზეწოლას, სუ ახლახანს იყო სირთულეები ორი მოსამართის ნაწილში და ამშნაც იგივე განვაცხადე, რომ მზად ვარ გვერდში დავუდგე მათი დამოუკიდებლობისთის ბრძოლას. დღესაც იგივე ვამბობ, თუ ვუნმე ზეწოლას განიცდის, იცოდეთ, მთელი ჩემი რესურსით, მზად ვარ თქვენს გვერდით ვიდგე“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






