რუსთავი 2-ის საქმე იყო გადაცემის ერთ-ერთი მთავარი თემა. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა ტელეკომპანიის ღია განაცხადს, საგარეო ორიენტირთან მიმართებაში და კთხვა დასვა - აქვს თუ არა საქართველოში სხვა რომელიმე არხს ასეთი ღია განაცხადი გაკეთებული პროდასავლურობასთან დაკავშირებით?
,,რუსთავი 2-მა რაღაც პერიოდის წინ დააფიქსირა, რომ ისინი არიან პროევროპული და პროევროატლანტიკური არხი, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ გარკვეული კუთხე გააჩნიათ. მე არ ვგულისხმობ ქვეყნის შიგნით რა მოვლენებსაც აშუქებენ, საზოგადოდ მათი ორიენტაცია პოლიტიკური არის აპრიორი გარკვეულად პროევროატლანტიკური. ეს ნიშნავს არა უბრალოდ ნიუსის გაშუქეს ან სიუჟეტის გაკეთებას ან დისკუსიას, ეს გულისხმობს იმას, რომ ეს პროდასავლურობა ვლინდება ყველაფერში, მათ შოუებში, აგსართობ ნაწილში და ა.შ.“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
,,მე შეიძლება სხვა არხებისგან გამომეპარა, მაგრამ ასეთი გაცხადებული კურსი არ გამიგია. თქვენ გაქვთ ასეთი განცხადება გაკეთებული? - მიმართა მან იმედის კვირის წამყვანს და იქვე დასძინა, რომ ყველა საერთაშორისო ფორუმებზე დგას საკითხი შეიქმნას ერთიანი პროპაგანდა რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
,,ყველგან სადაც დავდივარ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, არის დიდი შეშფოთება იმ პროპაგანდის რაც მოდის რუსეთიდან. მუდმვად არის ამაზე შეხვედრები, რომ ჩვენ უნდა ჩამოვაყალივბოთ ერთიანი პოოლიტიკა ამ პროპაგანდასათან დაპირისპირებით. მინდა ვთქვა, რომ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. მუმდივად არის შეშფოთება. ამ ვითარებაში, როცა კონკრეტული კერძო არხი ამბობს, რომ ჩემი საგარეო პოლიტიკური კურსი, რის პედალირებასაც ვახორციელებ არის ევროატლანტიკური, არის ძალიან მნიშნელოვანი ჩვენთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვისაც. ყველა ვვერთიანდებით რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები ვერ გადავდგით და როცა ამ ფონზე ამბობს არხი, რომ მე ვიმუშავებ პროდასავლური მიმართულებით და გარკვეულ დაბალანსებას მოვახდენ რუსული პროპაგანდის, ესეც მნიშნელოივანი შემადგენელი იმ ერთიან სურათში, ამას საერთშორისო პოლიტიკური კონტექსტიც გააჩნია“ განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






