"სებასტიან კურცი იყო საქართველოში ერთი თვის წინ და შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და არსად ეს საკითხი განხილვის საგანი არ ყოფილა. ჩვენ, რასაკვირველია დავინტრერესდით, რაც შეიძლება დღეს, კვირადღეს გაგვეგო, ბატონი კურცის კაბინეტთან გვქონდა კომუნიკაცია და გვითხრეს, რომ არაფერი კონკრეტული მან არ იგულისხმა, უბრალოდ მაგალითისთვის დაასახელა საქართველოო. ეს განცხადება ჩვენთვისაც ძალიან უცნაური და მოულოდნელი იყო, როდესაც ჩევნ თვითონ, ქვეყანაში გვყავს იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან, ლაპარაკი კიდევ დამატებით დევმილებზე ცოტა არ იყოს... ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ჩვენი გადადგილებული პირების სახლში დაბრუნებაზე, რაც არის პრიორიტეტი," - განაცხადა ზალდასტანიშვილმა "კურიერთან" სატელეფონო ჩართვისას.
მასალის გამოყენების პირობები






