რუსეთის შორსმიმავალი გეგმების მოსამზადებელი პერიოდი - ოპოზიცია აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვას ეხმაურება
პოლიტიკა - 16:05, 05 Mar, 2017     3953
რუსეთის საოკუოაციო რეჟმის მიერ ნაბაკევი-ხუჩისა და ოტობაია-ორსანტიას ე.წ. გადასასვლელები დაკეტვას ეხმაურება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია.

აფხაზეთის რკინიგზის გახსნის პირველ მოსამზადებელ პერიოდს უწედებს აღნიშნულ ფაქტს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე. „ერთადერთი მექანიზმი იყო საერთაშორისო ზეწოლა რუსეთისადმი და რაც უფრო მეტ შეცდომას ჩადის ხელისუფლება შიდა პოლიტიკაში, თუმდაც რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ, რომ იგი ნელ-ნელა ექცევა იზოლაციაში და ამ ხელისუფლებას არ აქვს უკვე იმედი, რომ საერთაშორისო ბერკეტების გამოყენებით გადაჭრას ის პრობლემა, რომელსაც დღემდე ავად თუ კარგად, მაინც ახერხებდა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რუსეთის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოებაზე დარტყმად აფასებს ,,ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია. დეპუტატის თქმით, მომხდარი საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის კიდევ ერთი დემონსტრირებაა,

“პოლიტიკურად ეს არის კიდევ ერთი გამოწვევა რუსეთისგან. იმ ანექსიის პროცესის გაგრძელება, რაც მიმდინარეობს, ეს არის ასევე ჰუმანიტარული პრობლემა, ადამიანების პრობლემა, რომელთაც ეზღუდებათ შესაძლებლობა, რომ გადავიდნენ და გადმოვიდნენ, რაც მათთვის გადაუდებელი აუცილებლობაა. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის კიდევ ერთი დემონსტრირება. ამ დროს ჩვენ რა ვხედავთ, აბსოლუტურად არავის სალაპარაკო თემაც კი არ ყოფილა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ვხედავთ რითია ხელისუფლება დაკავებული, შიგნით დემოკრატიის რღვევით,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

რუსეთის შორსმიმავალ გეგმებად აფასებს აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვას არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ლიდერები.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დათმობის პოლიტიკის შედეგს უწოდებს მომხდარ ფაქტს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.

,,რაც უფრო მეტ დათმობებზე მიდიხარ ამ ოკუპანტ ქვეყანასთან, რომელიც მტრულად არის განწყობილი, ის სულ ფურო აგრესიული ხდება საქართველოსთან მიმართებაში. სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლების მთავარი შეცდომა. მათ მიაჩნიათ, რომ შეიძლება რაღაც დათმო და ურთერთობები მოგვარდეს. დავთმობთ სტრატეგიულ საკითხებს - ჩვენ დავრჩებით ტერიტორიებისა და დამოუკიდებლობის გარეშე. სწორედ ამის მანიშნებელია ის ქმედებები, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს. რუსეთი აქტიურდება კავკასიის რეგიონში და საქართველოში კერძოდ იმ დათმობების ფონზე, რაც გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, იგივე გაზპრომთან დაკავშირებით, საუბრებია რკინიგზაზე და ა.შ.“ - განაცხადა ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.

რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით სპეცსამსახურების მუშაობას უკავშირებს საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვას ,,ევროპელი დემოკრატები“ ლიდერი პაატა დავითაია.

,,ამის თაობაზე არაერთხელ გაუკეთებია განცხადება აფხაზურ მხარეს და უთქვამს, რომ სიტუაცია დაიძაბებოდა. ანლაგებენ ეფესბეს ჯარებს, რომ სრული კონტროლი განახორციელონ, მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ღონისძიებები ტარდებოდეს რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით, რაზეც მიდის უკვე საუბრები, ეს იქნება სიტუაციის დაძაბვისა და შემდგომ, თითქოსდა პრობლემის მოხსნის დიდ პროგრესად შეიძლება ჩათვალონ რკინიგზის მოძრაობა, ამდენად არაფერს გამოვრიცხავ, რადგან სპეცსამსახურები მუშაობენ ამ მიმართულებით“ - აცხადებს ,,ე ვროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია.

საოკუპაციო რეჟიმმა ნაბაკევი-ხუჩისა და ოტობაია-ორსანტიას ე.წ. გადასასვლელები დაკეტა. მოსახლეობას მხოლოდ ენგურის ცენტრალური ხიდით მოუწევს სარგებლობა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42