აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ.მკაცრად არის გაკრიტიკებული საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა.
“მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას და გარკვეული პროგრესი მოხდა სასამართლო რეფორმების მიმართულებით დეკემბრის ბოლოს, კვლავ აღინიშნება ჩარევა სასამართლო სისტემაში. პრეზიდენტი, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები გამოხატავენ საჯარო შეშფოთებას რომელიც შეეხება მოსამართლეებზე ზეწოლას, სასამართლო დანიშვნებს (მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლო), საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობას, პროკურატურის რეფორმას, სააპელაციო განხილვისა და სავალდებულო დაცვის პროცედურებს.
პრეზიდენტი და კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის", რომელიც შედგება რამდენიმე ათეული ადამიანის უფლებების დამცელ და დემოკრატიულ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ გაყალბდა მოსამართლეთა კადრების შერჩევის პროცესი ყველა ინსტანციის სასამართლოში - ბევრ უვადო დანიშვნებისას - რამაც სასამართლო დაუცველი დატოვა პოლიტიკური გავლენისგან პოლიტიკურად მგრძნობიარე პროცესებში,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ანგარიშში ფართოდ არის განხილული ის დარღვევები, რომლებიც არსებობდა მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესებში, აგრეთვე, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები, ისევე როგორც მისი მიღების ნაჩქარევი წესი.
მასალის გამოყენების პირობები






