აფხაზეთში, რუსეთის საოკუპაციო ძალები, მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად დღეს, 5 მარტის. დილიდან ნაბაკევი-ხურჩისა და ოტობაია-ორსანტიის ე.წ. გადასასვლელების დემოკნტაჟს ახორციელებენ, რის შემდეგადაც გადაადგილება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთს შორის მხოლოდ ენგურის ხიდის გავლით იქნება შესაძლებელი. ყოველივე ეს დამატებით პრობლემებს უქმნის მოშორებით მდებარე დასახლებების მაცხოვრებლებს რომელთაც ენგურის ხიდამდე 50 კმ. მანძილის გავლა მოუწევთ.
უახლოეს დღეებში საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდზე საბაჟო გამშვები პუნქტის ამოქმედებას აპირებს, რომელიც უახლოესი ტექნიკით, მათ შორის ვიდეოთვალთვალისა და მიმდებარე ტერიტორიის ელექტრონული კონტროლით იქნება აღჭურვილი. განბაჟებას დაექვემდებარება ხიდზე ორივე მიმართულებით გადატანილი ყველა ტვირთი, მათ შორის სოფლის მეურნეობის ნაწარმიც.
საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მცდელობა რუსეთს რამდენიმეჯერ ჰქონდა, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირების ტერიტორიაზე აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ რუსულმა მხარემ პირველად შეასრულა განკარგულება მთლიანი ოკუპაციის ხაზის ჩაკეტვის შესახებ.
როგორც "ნიუპოსტის" კორესპონდენტს ადგილობრივებმა განუცხადეს, საოკუპაციო ხაზის მთელ სიგრძეზე გაიყვანილია მავთულხლართები, დამონტაჟდა ვიდეოკამერები, განლაგდა 24 ახალი საგუშაგო და 11 სამხედრო ბაზა. ხდება საბჭოთა კავშირის დროს არსებული სამხედრო ვერტმფრენების ბაზის, ასაფრენი ზოლისა და ანგრების განახლება.




მასალის გამოყენების პირობები






