მოხსენებაში საუბარია სამართალწარმოების დროს არსებულ დარღვევბზე, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ, პოლიტიკურ ჩარევებთან დაკავშრებით, მათ შორის ყველაზე ფართოდ განიხილება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმე. ანგარიშში ხაზგასმულია სამართალწარმოების დროს სერიოზულ დარღვევებზე, ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსთავი 2 , რომელიც ხელისუფლების მიმართ არის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალება, სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანხამდაც ის ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ეს განიხილება, როგორც ხელისუფლების ჩარევა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში.
“მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს სიტყვისა და პრესის თავისუფლებას და მოქალაქეები ზოგადად თავისუფალი არიან ამ უფლებების გამოყენებაში,მაინც ისმის ბრალდებები მთავრობის მისამართით, რომელიც ზოგჯერ ადეკვატურად არ იცავს მათ. ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო თანამეგობრობა შეშფოთებას გამოთქვამს მედია პლურალიზმის შესახებ. კერძოდ მოვლენებზე, რომლებიც გავლენას ახდენსქვეყნის წამყვანი ტელევიზიების, მათ შორის, რუსთავი 2-ის დამოუკიდებლობაზე.
ასევე, პარლამენტმა ზედიზედ მესამე წელია ვერ შეძლო სრულად დაეკომპლექტებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი და არსებობს შეშფოთება, რომ ეს პროცესი პოლიტიზებლია, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული რტელევიზიისა და რადიოს შესაძლებლობაზე სრულად შეასრულოს მისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა.
...ამასთან, მთავრობის ოფიციალური წარმომადგნლები ხშირად აკრიტიკებენ მედიასაშუალებებს, ხშირად ეს ეხება რუსთავი 2-ს, მის პრო-ოპოზიციურ მიმართულებას.
...Transparency International- ის ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანმა საკადრო ცვლილებებმა, რომელიც განხორციელდა რამდენიმე ძირითად მედია კომპანიებში, დააზარალა მაუწყებლობის შინაარსი. ხოლო რიგ შემთხვევებში, მფლობელები იყვნენ ეჭვმიტანილნი მაუწყებლების სარედაქციო პოლიტიკის ჩარევაში, რაც ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას.
...შეშფოთებები შენარჩუნდა მთავრობის მხრიდან ჩარევის თაობაზე ყველაზე მეტად ყურებად სატელევიზო სადგურ რუსთავი 2-ში, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობაში, ტელევიზიის მფლობელების შესახებ პროცესთან დაკავშირებით. ამ საქმეზე, რუსთავი 2 ირწმუნებოდა, რომ მთავრობა ჩართული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ივნისის გადაწყვეტილებაში, რომელმაც ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ნოემბრის გადაწყვეტილება, ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშისთვის კომპანიის მინიჭების თაობაზე. მთავრობის მტკიცების მიუხედავად, რომ საქმე კერძო მხარეებს შორის დავა იყო, სააპელაციო სასამართლოს ქმედებები ფართოდ იქნა მიჩნეული როგორც რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა, რომელიც მთავრობის მიმართ კრიტიკულ შეხედულებებს ხშირად გამოხატავდა."
ამავე განყოფილების კიდევ ერთი ნაწილი, რომელშიც რუსთავი 2-ზეა საუბარი, ეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გავლენებს მთავრობაზე და რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე:
"მედიადამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიცია ამტკიცებდნენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი აგრძელებს ძლიერი გავლენის მოხდენას მთავრობასა და სასამართლოზე, მათ შორის, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე სატელევიზიო სადგურ რუსთავი 2-ის მფლობელებთან დაკავშირებით."
მასალის გამოყენების პირობები






