როგორც მან "იმედის" ეთერში თქვა, ტელევიზია მომგებიანი იმიტომ არ არის, რომ ფული არასწორად იხარჯება.
"ტელევიზია უნდა იყოს კომერციული, არამხოლოდ ტელეპროდუქტზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული, არამედ ფინანსების სწორ მართვაზე. მე ვფქრობ რომ ხარჯები ძალიან გაწელილია, ვალდებულებები აქვთ აღებული ზედმეტ თანამშრომლებთან, რომლებიც ჰყავთ. კონკრეტულად არავის სახელს არ ვამბობ, მაგრამ იქ იმაზე მეტი თანამშრომელია ვიდრე ეს სჭირდება, მე ასე წარმომიდგენია"- აღნიშნა ხალვაშმა.
ხალვაშმა პირდაპირ ეთერში ნიკა გავარმიას შეთავაზებაზეც ისაუბრა, რომელმაც მას შესთავაზა რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ტელეკომპანიის 100%-იანი წილი რუსთავი 2-ის თანამშრომლებს გადასცეს.
"რუსთავი 2 -ის მენეჯმენტი რასაც ლაპარაკობს ის რომ გულთან ახლოს მივიტანო... მათი საუბრის ღირებულება არის ნული, რადგან როცა რუსთავი 2-ის მენეჯმენტი საუბრობს, ვიცი რომ მიშა მელაპარაკება. მე მაქვს მიშასთან საუბრის გამოცდილება და ვიცი, რომ ყველაფერი ტყუილზეა აგებული"- დასძინა მან.
კითხვაზე, რატომ იბრძვის მაინც დამაინც რუსთავი 2-ზე, როცა ბიზნესმენი სხვა ბიზნესის დაკარგვაზეც ჩიოდა, ხალვაში ამბობს:"რატომ არ უნდა ვიბრძოლო იმისთვის, რაც სააკაშვილმა წამართვა".
მასალის გამოყენების პირობები






