„ქართული შრომის სამართლის საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები” - თსუ-ს ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა
პოლიტიკა - 18:38, 04 Mar, 2017     1952
საქართველოში შრომის სამართლის თანამედროვე პრობლემების განხილვისათვის ნეიტრალური აკადემიური პლატფორმის შექმნა და დიალოგის ხელშეწყობა არის ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის „ქართული შრომის სამართლის საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები” მთავარი თემა. თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები, ამერიკელი და ევროპელი სპეციალისტები, პროფკავშირის წარმომადგენლები, მოსამართლეები და პარლამენტის წევრები ორი დღის განმავლობაში საქართველოში შრომითი ურთიერთობების და შესაბამისი კანონმდებლობის რეფორმის გამოწვევების შესახებ იმსჯელებენ.

ღონისძიებას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის რეგიონული დირექტორი ფელიქს ჰეტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) უფროსი ტექნიკური მრჩეველი ჟოლტ დუდასი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორები, ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

„საუბარი არის თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობის და შრობითი ურთიერთობების ევროპულ კანონმდებლობასთან მეტად სინქრონიზება. ჩვენი მიზანია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, შესაბამისად უნდა მოხდეს სინქრონიზაცია ყველა მიმართულებით“,-განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისივე თქმით, ევროპული კანონმდებლობა არის საუკეთესო მაგალითი თუ როგორ უნდა იქნას გათვალისწინებული ყველას, მათ შორის დამსაქმებლისა და დასაქმებულის, ინტერესები.

როგორც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა აღნიშნა, საქართველოს შრომის კანონმდებლობის დახვეწაზე ერთად მუშაობენ, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. „მთავარი ამოცანაა ერთობლივი მუშაობით შეიქმნას აუცილებელი მექანიზმები და რეგულაციები, რათა საქართველოს შრომის კანომდებლობა ევროპული დონის გახდეს“-განაცხადა ნიკოლას ბერლინერმა.

კონფერენცია „საქართველოს ფოსტის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს. კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე მიიჩნევს, რომ „ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ქვეყანაში არსებობს, მაქსიმალურად დაახლოებულია ევროპულ სტანდარტებთან და დასავლურ ცივილურ სამყაროსთან. თუმცა, პრაქტიკაში განსახორციელებლად სხვადასხვა ახალი ინოვაციური პრაქტიკული მაგალითების დანერგვას და ამ თემებზე დიალოგს საჭიროებს“.

კონფერენცია 5 მარტს დასრულდება. კონფერენციის შედეგების შეჯამებასთან ერთად ორგანიზატორები და მონაწილეები შეეცდებიან დასახონ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და ხელი შეუწყონ სოციალური დიალოგის ეფექტურად წარმართვას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42