,,არსებობს მთელ მსოფლიოზე გაბრაზებული თეა წულუკიანი, რომელიც საქართველოზე იძიებს შურს თავის პატრონთან ერთად“ - სააკაშივილი
პოლიტიკა - 17:27, 04 Mar, 2017     20114
,,ნაციონალური მოძრაობის” ქალთა ორგანიზაციის ყრილობაზე სკაიპით ჩაერთო საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილმა ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარეს თინათინ ბოკუჩავას მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, პარტია წევრი ქალების ენთუზიაზმზე, მათ ინტელექტსა და თავდადებაზე დგას. სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მისი მართველობის პირობებში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ქალები მაქსიმალურად ყოფილიყვნენ წარმოდგენილი.

„ამის გამო ძალიან დავზარალდი კიდეც. ხანს რას გვიგონებდნენ და ხან - რას. მე მახსოვს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესასწაულზე, ტრიბუნაზე ვდგავარ, იქ წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობა - რამდენიმე ქალბატონი, ძალიან ღირსეული, ძალიან წარმატებული, პარლამენტი - თავისი არცთუ ისე ბოლომდე წარმატებული თავმჯდომარით, როგორც მოგვიანებით გაირკვა. ბებიაჩემი მზიას ხმა მესმის უკნიდან - შეხედეთ, შეხედეთ, რამდენი ქალია პარლამენტსა და მთავრობაში წარმოდგენილი და აი, შეხედეთ, ელენე თევდორაძეს ეს არ არის ერთადერთი, ვისათანაც ღამის ქონას ჩემს შვილიშვილს არ აბრალებენო. სიმართლე არის ის, რომ მე მართლაც დიდ პატივს გცემთ, ძალიან მიყვარხართ და მაშინაც ეს საუბარი იმის გამოვლინება იყო, რომ უნდა ეთმაშა თუ არა ქალს დიდი როლი საზოგადოებაში” - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ქალის როლი არ უნდა იყოს ფასადური, არამედ მათ უნდა შეეძლოთ რეალური იქვნენ გადამწყვეტი როლის შემტანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გააკრიტიკა და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თეა ბურჯალიანი გაიხსენა.

სააკაშვილის თქმით, ბურჯალიანი არის მსოფლიო კლასის იურისტი, კვალიფიციური სპეციალისტი და ,,სირცხვილია, რომ თიკოს უხდება მთელ მსოფლიოში სიარული, პრაქტიკულად ვერ ჩამოდის საქართველოში“.

სააკაშვილის თქმით, თეა წულუკიანის ფუნქცია არის რომ როგორმე საქართველო გამტყუნდეს საერთაშორისო სასამართლოებში.

„პრაქტიკულად, ხელოვნურად შეწყვიტეს გამოძიება მაგალითად, ჰააგის სარჩელებზე, რომ იქნებ ქართველი ჯარისკაცები გაამტყუნოს ჰააგის სასამართლოში და ა.შ. ეს არის ის, რასაც გვიკეთებენ. არსებობს თიკო ბურჯალიანი - საქართველოსთვის დამშვრალი და მართლაც უმაღლესი კვალიფიკაციის ადამიანი, რომელიც არავისზე არაა გაბრაზებული და მთელ მსოფლიოზე გაბრაზებული თეა წულუკიანი, რომელიც რატომღაც მთელ მსოფლიოზე გაბრაზებას საქართველოზე იძიებს შურს თავის პატრონთან ერთად“, - განაცხადა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42