სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ევროპულმა სასამართლომ ძალიან მკაფიო გზავნილი გააკეთა.
„ის კითხვის ნიშნები, ის რისკები, რომლის შესახებაც ჩვენ ქვეყნის შიგნით უკვე რამდენი ხანია, ვსაუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ გარკვეული შიდა ჯგუფების ახირება, არამედ ეს მართლაც ქმნის კითხვის ნიშნებს მედის თავისუფლებასთან დაკავშირებით, სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით კითხვები ლეგიტიმურია და ეს კითხვები ჩნდება არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი," - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის თქმით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნის განვითარებას ემსახურება.
"ცივილიზებულმა სამყარომ არ მისცა საშუალება ხელისუფლებას დაეკანონებინა ავტორიტარული რეჟიმი ქვეყანაში, რაც რაც დამონებულ სასამართლოს, კონტროლირებად მედიას, აღმასრულებელი სტრუქტურების მთლიანად დაკნინებას გულისხმობს. შესაბამისად ეს გადაწყვეტილება (სტრასბურგის გადაწყვეტილება) ქვეყნის განვითარებას ემსახურება. იმედი მაქვს პროცესი გახდება შეუქცევადი და რუსთავი 2 განაგრძობს იმ ფორმატში მაუწყებლობას რა ფორმატშიც დღემდე მუშაობდა"- დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები






