რუსული მედიის ცნობით, სამ მარტს გაიმართა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პეტერ პაველისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსისი ვალერი გერასიმოვის სატელეფონო საუბარი, რომელიც რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო თანამშრომლობის აღდგენას შეეხებოდა. საუბარი ალიანსის წარმომადგენლის ინიციატივით შედგა.
ეს პირველი კონტაქტია მას შემდეგ, რაც ნატო-რუსეთის საბჭოს ნუშაობა დროებით შეჩერდა, საუბარი შეეხო საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებების საკითხებს. რუსეთის მხარემ თავის მხრივ გამოთქვა შეშფოთება ალიანსის მიერ რუსეთის საზვრებთან ახლოს განხორციელებული აქტივობების საკითხს. აღსანიშნავია, რომ ძირითადი პრობლემა რუსეთისთვის შავი ზღვის აკვატორიაში NATO-ს სამხედრო ყოფნის გაზრდაა.
ამ მიმართულებით, რუსეთისთვის, როგორც ჩანს, განსაკუთრებით პრობლემატურია საქართველოს საკითხი, რასაც რუსული მედია აქტიურად განიხილავს. როგორც ცნობილია იგეგმება საქართველოში, კერძოდ ფოთში სამხედრო-სანაპირო დაცვის ბაზის განთავსება. NATO-ს სამხედრო კომიტეტმა უკვე გამართა პირველი სხდომა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების საკითხი იყო განხილული. თუ ბაზის გახსნა დადებითად გადაწყდა, ფოთში დისლოციებული იქნება სხვადასხვა სახის სამხედრო გემი, ტექნიკა და ცოცხალინ სამხედრო ძალა.
შეგახსენებთ, რომ ფოთში საბჭოთა კაშირის დროსაც არსებობდა სამხედრო ბაზა არსებობდა, მაგრამ იგი 25 წლის წინ დაიხურა.
მასალის გამოყენების პირობები






