"ისტორიაში საქართველოს ეს მთავრობაც შევა, იმის გამო, რომ გავლენას ახდენდა მოსამართლეებზე"- ეკა გიგაური
პოლიტიკა - 11:44, 04 Mar, 2017     4090
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლის ეკა გიგაურის თქმით "ძალიან დიდი ალბათობით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 8 მარტს დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, გააგრძელებს დროებით ღონისძიებას და რუსთავი 2-ის საქმეზე მსჯელობას".

"ეს კი იმას ნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლე, ურთმელიძე და სააპელაციო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლეები ნამდვილად შევლენ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ოღონდ იმ მხრივ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაადგენს, რომ ეს ადამიანები ორგანიზებულად უზღუდავდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებას კონკრეტულ მხარეს. ასევე ისტორიაში საქართველოს ახლა უკვე ეს მთავრობაც შევა, იმის გამო, რომ გავლენას ახდენდა მოსამართლეებზე, რომ მათ მსგავსი უსამართლო გადაწყვეტილება მიეღოთ. ხოდა არ გამოდის ქალბატონებო და ბატონებო ასე მუშაობა. თუ ვინმეს ერჩი და გგონია, რომ სამართლიანად, ზუსტად ასევე სამართლიანად უნდა დაუმტკიცო ეს შენი სიმართლე სასამართლოში. თუ ვერ უმტკიცებ მაშინ უნდა შეეშვა და მხოლოდ იმიტომ, რომ შეგიძლია, არ გამოიყენო შენს ხელთ არსებული ყველა სახელმწიფო რესურსი. მხოლოდ მაშინ გაქვს უფლება, რომ თავს დემოკრატიული მთავრობა უწოდო. სხვა შემთხვევაში ემსგავსები შენს წინამორბედს. და კიდევ, მე ვიცავ რუსთავი 2-ს იმიტომ, რომ პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს და გამოხატვის თავისუფლებას. ამით ვიცავ არა მხოლოდ იმ ჟურნალისტებს ვინც ამ კონკრეტულ ტელეარხზე მუშაობენ არამედ სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებსაც, ყველას ერთად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მედია საშუალებას წარმოადგენენ, იმისთვის, რომ მათ საქმეში არავინ ჩაერიოს"- წერს გიგაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42