ამერიკის შეერთებული შტატები რუსთავი 2-თან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შეშფოტებას გამოთქვამს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმენტმა, სამაუწყებლო კომპანია ამერიკის ხმის კორესპონდენტის სინდი სეინის შეკითხვას რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, შემდეგნაირად უპასუხა:
"შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსთავი 2-თან დაკავშირებით [საქართველოს] უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით. [გადაწყვეტილებამ] შესაძლოა, შეზღუდოს ოპოზიციის ხმა ქართულ სამაუწყებლო მედიაში. პლურალისტური მედიაგარემო არსებითია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისათვის. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები და უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური." ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის ხმა ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები






