,,სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა“ - წულუკიანის განმარტება
პოლიტიკა - 23:03, 03 Mar, 2017     22461

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა:

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მსურს მთავრობის სახელით მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ კორესპონდენციასთან დაკავშირებით, რაც რამდენიმე წუთის წინ ჩვენმა მთავრობამ მიიღოს სტრასბურგის სასამართლოსგან.

როგორც ამ კორესპონდენციისგან ირკვევა და როგორც გუშინ იყო დაანონსებული, დღეს რუსთავი 2-მა როგორც კომპანიამ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, ამ საქმეს მიენიჭა შესაბამისი ნომერი, პროცედურების დაცვით და რუსთავი 2-მა მეორე მხარედ, ანუ მოპასუხე მხარედ დაასახელა საქართველოს მთავრობა.

რუსთავი 2 სტრასბურგის სასამართლოს წინაშე წარმოდგენილია ადვოკატი ქალბატონი მურადაშვილით, როგორც ამას იტყობინება სტრასბურგის სასამართლო, რუსთავი 2-მა სტრასბურგის სასამართლოსგან ითხოვა შეტანილ საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფა, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო დროებით ღონისძიებას უწოდებს და მოითხოვა შემდეგი:

პირველი, საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება, მანამ სანამ სტრასბურგის სასამართლო შეტანილ საჩივარს არ განიხილავს არსებითად და არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას. აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას დახუროს ან გააადვილოს რუსთავი 2-ის დახურვა და მესამე, რომ აეკრძალოს ხელისუფლებას არ შეცვალოს მენეჯმენტი ან ბორდი ამ კომპანიაში.

რუსთავი 2-მა ამ სამი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარადგინა სხვადასხვა განცხადებები, მათ შორის სხვადასხვა დროს გაკეთებული სტრასბურგის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, EPP-ს წევრების, გუშინდელი ამერიკის საელჩოს განცხადება, შიგნით, მედიაში გაკეთებული სხვადასხვა განცხადებები და თქვა, რომ თუ სტრასბურგის სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის მის მიერ მოთხოვნილ ღონისძიებას არ გამოიყენებდა, საქართველოში დასრულდებოდა დემოკრატია და თბილისის ქუჩებში ატყდებოდა ძალადობა და ქაოსი, ბევრ სხვა ნეგატიურ მოვლენასთან ერთად, რაც შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მისთვის უარის თქმას მოჰყოლოდა.

სტრასბურგის სასამართლოში, როგორც მათ მიერ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად მორიგე მოსამართლემ, რომლის გვარი, პროცედურა ასეთია, არის უცნობი და ისე, რომ ჩვენ მეორე მხარე, მოპასუხე მხარე არ ვყოფილვართ საქმის კურსში ჩაყენებული და ჩვენგან რაიმე ინფორმაცია გამოთხოვნილი დღის განმავლობაში არ ყოფილა, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება, რომ არა საქმის დასრულებამდე, არამედ 8 მარტამდე ამა წლის, მიღებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ხელისუფლებამ არ განახორციელოს არანაირი ღონისძიება ნებისმიერი ფორმით, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს, რომელიც გამოიწვევდა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას.

ამ საქმეს, ამავე მოსამართლემ, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მიანიჭა პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გაგზავნილ სხვა ნებისმიერ სარჩელზე ადრე, იქნება ეს ციხიდან გაგზავნილი, რიგითი მოქალაქის მიერ გაგზავნილი თუ სხვა ამ ყველა საჩივარზე ადრე განიხილავს ამ საქმე, რადგან მას ამ მოცემულმა მოსამართლემ მიანიჭა პრიორიტეტი.

საქართველოს მთავრობა არის მხარე, მხარეს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო და ჩვენი ვალია, რომ საზოგადოებისთვის გვეთქვა მშრალი ფაქტები. მერე იქნება ის, რომ 8 მარტამდე სასამართლო უნდა შეიკრიბოს, კოლეგიური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, იმასთან დაკავშირებით გაფართოვდეს თუ არა სასამართლო პრაქტიკა ამ ფორმით გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე, გაგრძელდეს თუ არა ეს დროებითი ღონისძიება და საერთოდ შენარჩუნდეს თუ არა ეს გადაწყვეტილება. ჩვენ პროცედურის დაცვით მივყვებით ამ საქმეს ისე, როგორც გვიწარმოებია ნებისმიერი სხვა საქმე სტრასბურგის სასამართლოში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42