რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, აღსრულების შეჩერაბასთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ეხმაურება:
„ნამდვილად უპრეცენდენტო გადაწყვეტიელბა არის, განსაკუთრებით ისეთ თემაზე, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება, ეს ნიშნავს იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ გაითვალისწინა ყველაფერი რაც ქვეყანაში ხდება, საერთაშორისო გამოხამურებაც უპრეცედენტო იყო, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რითაც შეაჩერა რამდენიმე დღის განმავლობაში ეს უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მიიღო უზენაესი სასამართლოს ხელით, ახლა არის შანსი იმისა, რომ ეს პროცესი დაბრუნდეს ნორმალურ კალაპოტში, ივანიშვილს უნდა ესმოდეს კარგად როგორი საშიშორების წინაშე დააყენა ქვეყანა.
მასალის გამოყენების პირობები






