სახალხო დამცველი „რუსთავი 2“–ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 22:04, 03 Mar, 2017     7249
რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

როგორც ცნობილია, გუშინ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და ერთხმად მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გარშემო მიმდინარე დავასთან დაკავშირებით. შედეგად, ტელეკომპანია „რუსთავი 2–ის“ 60%–იანი წილი მიეკუთვნა ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% – მისსავე მფლობელობაში არსებულ შპს „პანორამას“. დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს და მის მოსამზადებლად სასამართლოს ერთთვიანი ვადა აქვს. მისი სამართლებრივი შეფასება გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამ დროისათვის კი შეიძლება ითქვას, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვამ უარყოფითი გავლენა იქონია საზოგადოების ნდობაზე სასამართლოში მიმდინარე პროცესის მიმართ.

სახალხო დამცველი აქტიურად ეხმაურებოდა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს „რუსთავი 2“–ის ქონების დაყადაღებასთან, ტელეკომპანიაში დროებითი მმართველების დანიშვნასა თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებშიც კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევები გამოიკვეთა.

ამ ფონზე, იქმნება განცდა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებით, შეიძლება საფრთხე დაემუქროს ქვეყანაში მრავალფეროვანი მედია გარემოს შენარჩუნებას, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედია საშუალების ფუნქციონირებას. ბოლო წლებში, ქართული საზოგადოების მონაპოვარი სწორედ მედია თავისუფლება და მრავალფეროვანი მედია გარემოს არსებობა იყო; სწორედ ესაა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი. თუმცა, უკანასკნელ თვეში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელში, შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ის რაც ბევრი სირთულის გადალახვით შეიქმნა.

საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ „რუსთავი 2-ის“ მფლობელობასთან დაკავშირებული განხილვები არაა ახალი. საქართველოს სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის წლიურ ანგარიშში (გვ.85–86) მოყვანილია ქიბარ ხალვაშის განმარტება, რომლის მიხედვითაც „პრეზიდენტის თხოვნითვე შეიძინა მან აღნიშნული ტელეკომპანია [იგულისხმება ტელეკომპანია „რუსთავი 2“], ისევე როგორც ტელეკომპანია „მზისა“ და „პირველი სტერეოს“ საწესდებო კაპიტალის წილები...“ ამავე ანგარიშის მიხედვით: „საინტერესოა ასევე ის სქემა, რითაც ქიბარ ხალვაში გახდა „რუსთავი–2–ის“ მესაკუთრე. [...] ძველი მფლობელების განცხადებებიდან ისეთი სურათი იქმნება, რომ ტელეკომპანიების წილებთან დაკავშირებით მუშაობდა სახელმწიფო რეკეტის ისეთივე სქემა, რაც საკუთრების უფლების ხელყოფის სხვა შემთხვევებში, როდესაც ქონებას სახელმწიფოს ჩუქნიდნენ. ამ შემთხვევებისგან განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ საწარმოს ან მისი წილების გაჩუქება ხდებოდა არა სახელმწიფოზე (ეს ვერც მოხდებოდა, ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი უკრძალავს ადმინისტრაციულ ორგანოსა და თანამდებობის პირს სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობას), არამედ კერძო პირებზე. აღნიშნული პირების მეშვეობით ხელისუფლების წარმომადგენლები აკონტროლებდნენ იმ სიხშირეებს, რაც მაუწყებლებზე გაცემული იყო 2004 წლამდე.“

თუმცა, როგორც გახდა ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2-ის“ მესაკუთრე 2004 წელს, სასამართლოში მიმდინარე დავაში განხილული არ ყოფილა. ამ საკითხს არ მისცემია სამართლებრივი შეფასება, არც სისხლის სამართლის გზით, მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2–ის“ დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, მათ 2012 წელსვე მიმართეს პროკურატურას, თუმცა გამოძიება რაიმე შედეგებამდე არ მისულა.

ამ ყველაფრის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ „რუსთავი 2-ის“ კუთვნილებასთან დაკავშირებული მთელი პროცესი სამართლებრივი გზით სრულყოფილად არ შეფასებულა, ხოლო, მეორე მხრივ, არსებობს კითხვის ნიშნები, შესაძლებელი იქნება თუ არა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის შენარჩუნება, სამართლიანობის სრულყოფილად აღდგენის განცდის არარსებობასთან ერთად, შესაძლოა მივიღოთ მედია მრავალფეროვნების დაკარგვა, რაც უდავოდ უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყანაში გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42