რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, აღსრულების შეჩერაბასთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ეხმაურება:
„ქვეყანაში არსებული ყველა ოპოზიციური პარტია, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, უერთდება რუსთავი2-ს ამ მძიმე დღეებში და დარწმუნებული ვარ, მთელი სამოქალაქო საზოგადოება, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, როგორც ერთი, ისე შევიკრიბებით 12-ში, რათა უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ხმა გავაგონოთ ივანიშვილს და აქამდე ჯერ არნახული მყარი პოზიცია გავაგონოთ ივანიშვილს, რომ არ გაუვა რუსთავი2-ის წაღება სახლში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და გამოწვევა ჩვენს წინაშე. ეს არ არის თამაში, ეს არ არის უბრალოდ გართობა. ჩვენ ვართ იმ ზღვარზე, სადაც რეალურად რუსთავი2-ზე გადის ხვალინდელი უკეთესი საქართველოს ბედი,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






