რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ. კურიერთან ინტერვიუში, ვოლსკიმ მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე ისაუბრა და ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების ამოქმედების შეჩერების ინიციატივით გამოვიდა.
„ეს არის მკვეთრად არასწორი გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს და მის მთავრობას. ეს გააკეთეს ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან მეორე დღეს, რაც ევროკავშირის დაცინვა იყო. ასეთ ვითარებაში, ვიდრე არ გაირკვევა რუსთავი2-ის ბედი, ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, რადგან საქართველო არ ასრულებს კრიტერიუმებს. ევროკავშირს აქვს ყველა საბაბი, რომ თავი იგრძნოს მოტყუებულად საქართველოს მიერ. ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, მაგრამ არა ეს მთავრობა, რომელიც კულისებიდან იმართება ივანიშვილის მიერ“ - აღნიშნა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ის მიმართავს კომისიას, რათა სავიზო რეჟიმის ამოქმედების გადაწყვეტილების გამოქვეყნება შეაჩეროს.
„თუ საქართველოს მთავრობა ფიქრობს, რომ გაგრძელდება ასოცირების პროცესი ისე, თითქოს არაფერი მოხდარა, მაშინ შევახსენებ, რომ ამ პროცესს დასასრულიც აქვს“ - განაცხადა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






