"ივანიშვილი ჩამოყალიბდა ყველაზე დიდ პრობლემად. ეს პრობლემა არის ასალაგმი და დასაძლევი"- ელისაშვილი
პოლიტიკა - 18:50, 03 Mar, 2017     5832
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი რუსთავი2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და უზენაესი სასამართლოს მიერ გუშინ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ალეკო ელისაშვილის თქმით განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ დაიმორჩილა სასამართლო და აგრძელებს მედიასთან ჭიდილს, ელისაშვილის თქმით სწორედ მედიასთან ბრძოლით იწყება ხელისუფლების დასასრული:

„ყველაზე ცუდი რაც გუშინ დადასტურდა და გამოჩნდა არის ის, რომ სასამართლო არ გვყავს, ყველა ვამბობდით, რომ სასამართლო მეტნაკლებად თავისუფალი იყო, მაგრამ თანდათან ეს სივრცე ვიწროვდებოდა და ხელისუფლება სასამართლოს უჭერდა, ახლა კი საბოლოოდ დაიტკეპნა ოცნება იმის შესახებ რომ შეიძლებოდა თავისუფალი სასამართლო გვყოლოდა,. როცა სასამართლო ამგვარ გადაწყვეტილებას იღებს, ნათელია რომ თითოეული მოსამართლე ხელისუფლებას ყურებით ჰყავდა დაჭერილი. ეს არამარტო გულდასაწყვეტია, არამედ აღმაშფოთებელიცაა. 2012 წელს ბევრს გვეგონა რომ მოვიდა ხელისუფლება, რომელიც დაიწყებდა ქვეყანაზე ფიქრს, მოაშორებდა ძალადობას, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას ახასიათებდა, მოაშორებდა მედიას და სასამართლოს ზეწოლას და დაიწყებდა ხალხზე ფიქრს. ამის სანაცვლოდ კი მივიღეთ ის, რომ ხელისუფლება მედიასთან ჭიდილში ისევ ფოცხზე აბიჯებს, რომლის ტარიც სახეში ხვდება. მედიასთან ჭიდილის შემდეგ იწყება ხელისუფლების დასასრული. ეს ნიშნავს რომ ხელისუფლებას თავისი თავის, თავისი შეცდომების ეშინია და სარკეს ამტვრევს სადაც ჩანს მისი სიუშნოვე.“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საკრებულოს დეპუტატის თქმით ხელისუფლების ხსენებისას ის გულისხმობს ივანიშვილის, რომელიც ქვეყნის მთავარ პრობლემად ჩამოყალიბდა:

„ხელისუფლებას რომ ვამბობთ, ვგულისხმობთ ივანიშვილს, თორემ კვირიკაშვილს და მითუმეტეს კობახიძეს ისე ეკითხებიან რამეს, როგორც მე მეკითხებიან მანჯურიის საკითხებს. ბიძინა ივანიშვილი არის ამ ყველაფრის დირიჟორი. რეპორტაჟი შეიძლება იყოს ღვარძლიანი, მაგრამ მოაშორე ეს ემოცია, დაინახე შენიშვნები და გამოსაწორე. ამისთვის არის კრიტიკული მედია საჭირო და ამისთვისაა რ2 საჭირო. ხელისუფლება კი დაკავებულია მაიმუნობით და ეს პროცესები არის ქვეყნის განვითარების შეწყვეტა. ძალიან ცუდად დაუმთავრდებათ, ბიძინა ივანიშვილი ჩამოყალიბდა ქვეყნის ყველაზე დიდ პრობლემად. ეს პრობლემა არის ასალაგმი და დასაძლევი, სამწუხაროდ მე ქართული ოცნების მმართველობის 5 წლის თავზე ამ აზრზე ვარ რომ ბიძინა ივანიშვილი არის ხელისუფლებას ჩამოსაშორებელი“- აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილმა კომენტარი ქიბარ ხალვაშზეც გააკეთა და განაცხადა, რომ მას გამოცდილებამ ვერაფერი ასწავლა:

„ქიბარ ხალვაში ჩამოყალიბდა მედიის დამკაჩავებლად, წინა ხელისუფლებამ გამოიყება და სხვას წაართვა ქიბარ ხალვაშის ხელით, ახლა ახალმა ხელისუფლებამ ისევ დამკაჩავებლად გამოიყენა. ვერც ამ კაცს გამოაქვს დასკვნა, რომ მას უბრალო ინსტრუმენტად იყენებენ და ასეთ ადამიანებს გამოყენების მერე გადააგდებენ ხოლმე და ვერც ხელისუფლებამ გამოიტანა დასკვნა, რომ არ უნდა ებრძოდე მედიას“- განაცხადა ელისაშვლმა.

მისი თქმით ხელისუფლებამ რ2 კი არ უნდა დახუროს არამედ ის შენიშვნები გაითვალისწინოს რაც ამ ტელევიზიიდან ისმის.

„ტუალეტამდე მიიყვანე კანალიზაცია, რუსთავი2-ს კი ნუ თიშავ. ამით ის პრობლემა კი არ გვარდება“- აღნიშნა ელისაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42