საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა რუსთავი 2-ის შენობასთან იმყოფება. მან ტელეკომპანიას მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ პრინციპულად აუცილებელია რუსთავი 2 არსებობდეს იმ ფორმით, როგორიც ის დღეს არის:
„მინდა გითხრათ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ ტელევიზიის შენარჩუნება სრული შემადგენლობით, კრიტიკული ტელევიზია და თავისუფალი სიტყვა დემოკრატიული ქვეყნების მთავარი პრობციპი იყო, თავისუფალი აზრის გარეშე განვითარება შეუძლებელია, თუნდაც ის შემთხვევა, რომ თქვენ გაქვთ არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ სახალხო პროექტი „ნიჭიერი“, მე გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა და მასში მივიღე მონაწილეობა, არაჩვეულებრივი გუნდი გავიცანი, რომელიც ისე შეკრულად და ღირსეულად მუშაობდა, რომ ჩემთვის დასაფასებელი და აღმოჩენა იყო, რომ საქართველოში გუნდს შეუძლია იმუშაოს ასე მონდომებით, ბოლომდე გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას, ის უბედურება რაც გვჭირდა მანამდე, ერთი და იმავე წრეზე არ ვიაროთ, ცუდი გამოცდილება გვაქვს ტელევიზიების დახურვის, დატერორების, პრინციპულად მნიშვნელოვანია დღეს რუსთავი 2-მა იმუშაოს, სრული შემადგენლობით იყოს ამ შენობაში, მინდა გისურვოთ, არ დაკარგოთ იმედი, ეს არის აუცილებელი, იმ ხალხისთვის რომელიც მხარს გიჭერთ და მინდა გაგამხნევოთ, თქვენი ტელევიზია ხალხს უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ცუდი გამოციდლება გვაქვს, ეს უნდა ვაღიაროთ, ცუდი გამოცდილება არ გვინდა, რომ დღევანდელ დღეს ითარგმნოს კიდევ, საფრთხე არ შევუქმნათ ჩვენს მომავალს, დემოკრატიულ პროინციპებს, ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, სულ ცოტახანში შესაძლოა ევროკავშირის წევრიც გავხდეთ, ყველა ევროპული ქვეყნის მთავარი ღირებულება ის არის, რომ თავისუფალი სიტყვა არ ჩაახშო, ეს თუ გახდა შეზღუდული, მთელი მსოფლიო გვიყურებს, ისეთი წერტილია, სადაც ხდება მუდმივი მონიტორინგი, თუ მართლაც ის ღირებულებებია ჩვენთვის მნიშვნელოვანი, უნდა შევასრულოთ საშინაო დავალება, ჩვენს შვილებს შევუქმნათ ნათელი მომავალი, ნამდვილი ევროპული ღირებულებებით გაჯერებული“, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
მასალის გამოყენების პირობები






