"თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ არ შევალთ კონკრეტულად სასამართლო საქმის გარჩევის დეტალებში, თუმცა აქ არის ძალიან პრინციპული საკითხი დაკავშირებული რუსთავი 2-თან. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი ტიპის კერძო დავა, როგორც ამას უწოდებენ, არის ტიპიური დავა გარკვეულ ბიზნეს სუბიექტებს შორის არის, აბსოლუტურად მცდარი შეხედულება. ჩვენ რეალურად საუბარი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვან მედიაზე და რეალურად, ჩვენ ვართ ძალიან ახლოს გადავკვეთოთ წითელი ხაზები, რომელიც სახელმწიფოებრიობაზე გადის. წითელი ხაზები, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალზე გადის, წითელი ხაზები რომელიც დემოკრატიაზე გადის. ეს არ არის ერთი ტიპიური დავა, ჩვენ ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვაყენებთ მედიის დამოუკიდებლობას და ძალიან ბევრ რისკებს ვქმნით ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის"- აღნიშნა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, ყველა საერთაშორისო დონის შეხვედრაზე ხაზგასმით იყო გამოხატული ინტერესი რუსთავი 2 -ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე.
"რუსთავი 2 - ის თემა არ არის მარტო შიდაპოლიტიკური თემა, ან ე.წ შიდა ბიზნეს გარჩევის თემა, როგორც ეს ვინმეს წარმოუდგენია. ეს არის ძალიან ფართო თემა, რომელიც გასცდა ქვეყნის ფარგლებს და ის უკვე ასოცირდება ქვეყნის სახელმწიფოებრიობასთან, დემოკრატიის პრინციპებთან, აქ წითელი ხაზების გადაკვეთა უკიდურესად სახიფათოა"- აღნიშნა აბაშიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი მარგველაშვილის განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ევროსასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შენარჩუნებული იყოს არსებული სტატუსქვო.
"აქ იგულისხმება ის, რომ იგივე მენეჯმენტმა მართოს არხი, რომელიც მართავს. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ევროპულ ინტეგრაციაზე, როცა ვსაუბრობთ ასოცირების შეთანხმებაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, თავისთავად ცხადია, რომ ევროპარლამენტის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია"- განმარტა მან.
აბაშიშვილი ამბობს, რომ არავინ უნდა დაუშვას, ის რომ რუსთავი 2 -თან დაკავშირებით, 2007 წელს იმედში განვითარებული მოვლენები განვითარდეს.
"მსგავსი შემთხვევა ურთულეს მდგომარეობამდე მიგვიყვანს. რუსთავი 2, მედია არის საზოგადოების და საზოგადოების აზრის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია"- განაცხადა ადმინისისტრაციის უფროსმა.
მასალის გამოყენების პირობები






