ვინ არიან ის მოსამართლეები, ვინც რუსთავი 2-ს განაჩენი გამოუტანა
პოლიტიკა - 16:31, 03 Mar, 2017     11758
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშის მიკუთვნების გადაწყვეტილებას, ხელი უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ცხრავე მოსამართლემ მოაწერა. აღნიშნული მოსამართლეები არიან: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი შავლიაშვილი.


ნინო გვენეტაძე -
თავმჯდომარე,სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, 2015 წლის 20 მარტიდან - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; გვენეტაძე საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს 88 ხმით 1-ის წინააღმდეგ აირჩია.

მზია თოდუა - თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე. საქართველოს პრეზიდენტმა თოდუა პარლამენტს 5 აპრილს წარუდგინა. პარლამენტმა მისი კანდიდატურა 2015 წლის 12 ივნისს 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. 2015 წლის 12 ივნისიდან - საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი.

ვასილ როინიშვილი - 2009 წლის 18 დეკემბრიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 4.06.2010 წლიდან 4.06.2015-მდე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე; 15.06.2015 წლიდან- ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. 02.2010 – 06.2010 წლებში - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

ეკატერინე გასიტაშვილი - საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მისი კანდიდატურა 5 აპრილს წარუდგინა. 2015 წლის 12 ივნისიდან - საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი; 2015 წლის 15 ივნისიდან - სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

პაატა ქათამაძე - 2010 წლის 18 ივნისიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

ბესარიონ ალავიძე - 2011 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

მაია ვაჩაძე - 1999 წლის 20 ივლისიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2009 წლის 20 ივლისიდან განმეორებითი ვადით არჩეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ

ზურაბ ძლიერიშვილი - საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მისი კანდიდატურა 2014 წლის 29 სექტემბერს წარუდგინა. 2014 წლის 17 ოქტომბრიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი. 2014 წლის 29 ოქტომბრიდან სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;

გიორგი შავლიაშვილი - 2010 წლის 18 ივნისიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

"2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საქმეზე №ას-664-635-2016 (ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“, ნინო ნიჟარაძის /მოპასუხეები/ საკასაციო საჩივრები ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ /მოსარჩელეები/ წინააღმდეგ) და ერთხმად მიიღო ახალი გადაწყვეტილება და შემდეგი განჩინებები"- წერია განცხადებაში.
განჩინებაში ვკითხულობთ:

- ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

- გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება -

- ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამა-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

- გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, შპს ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს პანორამა.

- უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები; მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშსა და შპს პანორამას სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42