,,ივანიშვილმა ,,რუსთავი 2“ წაიღო. სასამართლო გარდაიცვალა. რა უნდა გაკეთდეს“
პოლიტიკა - 15:59, 03 Mar, 2017     1139
უზენაესი სასამართლოს მიერ ქიბარ ხალვაშისთვის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემას ვრელი წერილით ეხმაურება ,,აფხაზთა კრების“ წევრი, მოძრაობა ,,დაბურნების“ ლიდერი მალხაზ პატარაია:

არაფერი მოულოდნელი ამაში არ არის და ჩვენ ვაფრთხილებდით საზოგადოებას ამის თაობაზე დიდი ხნით ადრე. ჯერ კიდევ წინა ციკლში ივანიშვილმა მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება და დაამყარა არაფორმალური მმართველობა. მან დაიქვემდებარა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლება, საკონსტიტუციო სასამართლო. შემდეგ ,,არჩევნებით“ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, სრულად დაიმორჩილა და არარად აქცია სასამართლო ხელისუფლება და გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა მეოთხე ხელისუფლებას - მედიას. სამწუხაროდ, ყველაფერი ამის მიმართ საკმაოდ არაადეკვატური იყო საზოგადოება, მაგრამ მარტო მას ყველაფერს ნუ დავაბრალებთ. პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა კლასმა, პარტიებმა, არასამთავრობო სექტორმა, ინტელექტუალურმა ფენამ, მწერალმა, ხელოვანმა, მასწავლებელმა, ექიმმა, ჟურნალისტებმა თუ სხვამ სათანადოდ ვერ შეაფასეს იმ საფრთხის მასშტაბები რომელსაც ეს მმართველობა ქვეყანას უქადის.

რაც წავიდა უკვე უკან ვერ მოაბრუნებ. ვიფიქროთ იმაზე რაც უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაშვებულ შეცდომებზე, მაგრამ ამაზეც დიდი დრო არ გვაქვს და წინ უნდა გავიხედოთ. ძალიან მოკლედ მინდა გაგიზიაროთ მოსაზრებები შექმნილ ვითარებაზე:

1. საქართველოში დემოკრატია გაუქმებულია, ხელისუფლება სრულად უზურპირებულია;

2. ივანიშვილის ხელისუფლების წყარო არის ოკუპანტი რუსეთი და დიდძალი ფული. ამით ჰყავს მორჩილებაში ე.წ. მმართველი ძალა-,,ქართული ოცნება“ და ინარჩუნებს მას. მასვეა მიბმული ერთმნიშვნელოვნად რუსული რეზიდენტული ძალა ,,პატრიოტთა ალიანსი“ რომელიც თავად შეიყვანა პარლამენტში უკანონო საარჩევნო მანიპულაციების შედეგად;

3. ოლიგარქის მმართველობამ ღია მოღალატეობრივი შტურმი ქართულ სახელმწიფოებრიობაზე განაახლა ,,გაზპრომთან“ კაპიტულანტური ხელშეკრულების ხელმოწერით და გაუვიდა, მიიღო სასურველი სასამართლო გადაწყვეტილება ,,რუსთავი 2-ის“ საქმეზე და თუკი გაუვიდა, ამისგან ფრთაშეხმული ძალიან მოკლე ვადაში განახორციელებს პუტინის მორიგ დაკვეთებს: შეუწყვეტს დევნილებს შემწეობასა და სტატუსს; გააუქმებს ოკუპაციის კანონს; გახსნის აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთს, მოახდენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მარიონეტული ადმინისტრაციებისა და ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაციის ლეგიტიმაციას; გააგრძელებს შეტევას საპატრიარქოზე, არნახულად აღაზევებს ფუნდამენტალისტურ ძალებს და შეცვლის პატრიარქს რუსეთისათვის მისაღები და მორჩილი პირით; საბოლოოდ კი, დაანგრევს და მოსპობს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

4. ყოველგვარ აზრს მოკლებულია რაიმე შეთავაზება ვინმე ქიბარ ხალვაშისათვის. ეს არც ტაქტიკურად არის რაიმე სარგებლის მომტანი და მხოლოდ ილუზიებს აჩენს. ცხადზე უცხადესია, რომ რუსი ოლიგარქი მოპოვებულს ასე არ დათმობს. გარდა ამისა, სამართლებრივი დავის ერთ-ერთი საკითხი ამორალური გარიგებაა და ეს წინადადება სწორედ სამართლებრივ და მორალურ პრობლემებს აჩენს ძველი მესაკუთრეეების - ძმები ყარამანიშვილების მიმართ.

5. რუსთავი-2-თან თავდაცვითი აქციების ჩატარება აშკარად არასაკმარისია. წინანდელთან შედარებით ეხლა სხვა ვითარებაა. მაშინ დავა იყო საწყის სტადიაზე, საკონსტიტუციო სასამართლო ჯერ კიდევ არ იყო დამორჩილებული, პოლიტიკურ ძალთა განლაგება არ იყო ასეთი ხელსაყრელი მმართველობისათვის და საერთაშორისო ვითარებაც ასეთი არაპროგნოზირებადი.

ამჟამად მდგომარეობა ყველა მიმართულებით კარდინალურად განსხვავებულია და ამასთან, არავითარი შიდა სახელმწიფოებრივი სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს მოძალადის შესაჩერებლად. სრული ილუზიაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რაიმეს მოიმოქმედებს ტელეკომპანიის სასარგებლოდ. ევროპის სასამართლოზე მოიმედეობაც უახლოესი პერიოდისათვის პრაქტიკულად არარეალურია. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ახალის ,,მესაკუთრე“ მალე აიღებს, სამეწარმეო რეესტრში დაარეგისტრირებს, დანიშნავს ახალ დირექტორს და გათიშავს მაუწყებლობას. ამის გამკეთებელი ხელისუფლება ნამდვილად არის, მით უფრო, იმის ფონზე, რაც უკვე მოიმოქმედა. ამდენად, საპროტესტო ღონისძიებები ,,რუსთავი 2-ის“ ეზოს უნდა გაცდეს.

6. დღეს მხოლოდ ხალხს, ქართულ საზოგადოებას შეუძლია შეაჩეროს ოკუპანტი და მისი ადგილობრივი ლაქიები. ამისათვის პროტესტის ლოკალური კერები არ კმარა და არც პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების ისეთი აქტიურობა, როგორც დღეს გვაქვს. ხალხში უნდა გავიდეთ, ვესაუბროთ მას და მოთმინებით ავუხსნათ რა კატასტროფულ საფრთხესთან გვაქვს საქმე და როგორ მივხედოთ. განსაკუთრებით ეს ეხება იმათ, ვისაც საკუთარი საჯარო საქმიანობა, მხოლოდ ტელეკამერების წინ წარმოუდგენია. კარგი იქნება, თუ პროტესტის კერები რეგიონებშიც გაჩნდება.

7. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ ეტაპზე ჟურნალისტურ სოლიდარობას. ,,რუსთავი-2“ არა მარტო მაღალხარისხიან სატელევიზიო პროდუქტს ქმნის, არამედ უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლების ძალიან მაღალ სტანდარტს. ამ სტანდარტის გაუქმებით, ცენზურისა თუ თვითცენზურის მარწუხებს მალე სხვა მედიასაშუალებები იგრძნობენ და დაუმორჩილებლებს ზუსტად იგივე ბედი ელით. აუცილებელია ჟურნალისტური სოლიდარობის ძალიან ფართო მოძრაობა როგორც საერთო ეროვნულ, ისე ადგილობრივ მედიასაშუალებებში, ასევე მის გარეთ - ქუჩაში. ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ,,რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებმა ძალიან აქტიურად და ეფექტიანად უნდა იმოქმედონ.

ფატალურად გარდაუვალი ისტორიაში არაფერია. არჩევანი ყოველთვის გვაქვს. არჩევანი ეხლა არის ძალიან მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი: წარსულსა და მომავალს, თავისუფლებასა და მონობას, ქართულ სახელმწიფოსა და სამეურვეო ტერიტორიას შორის.

ღირსეული ერი ყოველთვის ღირსეულ არჩევანს აკეთებს!

გაისად სოხუმში!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42