"როდესაც მე ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით ვხვდები უმაღლესი თანამდებობის პირებს, ისინი არ განიხილავენ საქმის დეტალებს და მეც არ ვსაუბრობ სამართლებრივ დეტალებზე. რუსთავი 2, ისევე როგორც ყველა დამოუკიდებელი მედია, არის შემადგენელი ნაწილი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის, რომელიც ქმნის ქვეყნის დემოკრატიულ მმართველობას. მედია არის მეოთხე ხელისუფლება და მისი კრიტიკულობა არის შემადგენელი ნაწილი ქვეყნის დემოკრატიულობის. თუ ქვეყანაში დამოუკიდებელ კრიტიკულ მედიას შეეზღუდება თავისი საქმიანობა, ბუნებრივია, ეს იქნება პრობლემა ქვეყნის დემეოკრატიულობასთან მიმართბით. ეს არის კითხვები, რომლებიც არ ჩამოსულა დაბლა ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგიდან და ამ კითხვების მიმართ მიდგომა და სენსიტიურობა არ განელებულა ჩვენი პარტნიორების მხრიდან.
მე მინდა დაგიდასტუროთ, რომ ამ ორი წლის განმავლობაში მედიის დამოუკიდებლობის პოზიცია ყოველთვის იყო ერთ-ერთი შემადგენელი ჩვენს პარტნიორებთნ ურთიერთობისას. მე არ ვეხები სამართლებრივ საკითხს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი მედია ეკუთვნის საზოგადოებას, მოსწონს მას ეს კრიტიკული პოზიცია თუ არა. ყველაზე მეტად, მედია ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც მას ქმნის. მედიის პლურალიზმი და დამოუკიდებლობა და ის განცდა, რომ მედია არ არის კონტროლირებადი, არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის"- განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
კითხვაზე, რას გულისხმობს სტატუსქვოს შენარჩუნებაში, პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველა ინსტანციას, მათ შორის ევროპულ ინსტანციებს უნდა მიეცეს საშუალება , დააფიქსიროს თავისი შეხედულება.
"საზოგადოებრივი ინტერესის თემაში, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც თავის მიმართულებას ავითარებს ევროატლანტიკური მიმართულებით და არის ხელმომწერი ასოცირების ხელშეკრულებისა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მიიღო ნდობის დიდი ვოტუმი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან ვიზალიბერალიზაციის კონტექსტში. ასეთ დროს, ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება ყველა ინსტანციას, განსაკუთრებით ევროპულ ინსტანციებს, დააფიქსირონ თავისი შეხედულება" - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






