„პროცესი თავიდანვე პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად პოლიტიზირებული გახდა. 2015 წლის 22 ოქტომბერს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებებიდან ჩვენ პრაქტიკულად დავდექით სამოქალაქო დაპირისირების საშიშროების წინაშე, მაშინვე მე დამჭირდა ძალიან მკაფიო განცხადებების გაკეთება იმისთვის, რომ პროცესი ქუჩიდან და სამოქალაქო დაპირისპირებიდან გადმომეყვანა მოლაპარაკებების რეჟიმში, მას მერე პოლიტიკოსების ძალიან აქტიური ჩართულობა ამ პროცესში მუდმივად საკითხის პოლიტიზირებას ახდენდა.“- განაცხადა გიორგი მარგველაშილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნამ რუსთავი 2-ის პროცესს არც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიქვავდა, როგორც უბრალო სამართლებრივ დავად:
„საერთაშორისო თანამეგობრობა რ2-ის პროცესს არა უბრალოდ სამართლებრივ დავად არამედ პოლიტიკურ პროცესად ხედავს, რომელიც გავლენას ახდენს მედიათავისუფლების გარემოზე. იგივე დააფიქსირა ქართულმა საზოგადოებამ, როსდესაც დააფიქსირა მხარდაჭერა ამ არხის მიმართ.“- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






