შედგა თუ არა შეხვედრა ოქრუაშვილ-ხალვაშს შორის - ,,მოლაპარაკება შემდგარ პროცესს არ ნიშნავს“
პოლიტიკა - 13:59, 03 Mar, 2017     8288
გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, "ხელისუფლებამ რუსთავი 2-ის საქმეზე ეკა ბესელიას მეშვეობით ირაკლი ოქრუაშვილთან. მოლაპარაკება დაიწყო".

ჟურნალისტი წერს, რომ "დაიწყო ვაჭრობა !".

"ნიუპოსტი" დაინტერესდა შედგა თუ არა რაიმე სახის შეხვედრა ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის. ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოში არ იმყოფება, მისი ინტერესების დამცველი, იურისტი ლევან ალაფიშვილი კი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების მზაობა მისი კლიენტის მხრიდან სულ არსებობდა. ალაფიშვილი არ საუბრობს, იყო თუ არა მოლლაპარაკება "რუსთავი 2"-ის გარშენო, თუმცა იქვე დასძენს რომ შედეგი არ დაიმალება.

"იმ ეტაპზე, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარი უფლების შესახებ განაცხადა, იყო ე.წ სტრატეგიული სამართალწარმოების ეტაპი, რომელსაც მე ვუძღვებოდი, ეს ნიშნავდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ სამართლებრივი შესაძლებლობების მიმოხილვას, ტაქტიკურ თუ სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტას, რომელიც შემდგომ გაგრძელდებოდა. ეს ეტაპი დასრულდა, მიმართულებები როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ უკვე განსაზღვრულია, მათ შორის რასაც ხაზი უნდა გაუსვა ეს არის მოლაპარაკებები, ჩვენ მაშინვე განვაცხადეთ, რომ ერთ-ერთი მიმართულება ესეც იქნებოდა საკუთარი უფლებების რეალიზებისთვის. ის ეტაპი ჩემი, როგორც ამ საქმეში მონაწილე ადვოკატის, სტრატეგიული სამართალწარმოების ეტაპი დასრულებულია, დაახლოებით ნოემბრის შემდეგ, კონკრეტული ქმედებები, იქნება ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები ირაკლი ოქრუაშვილის კომპეტენციაა, თვითონ განსაზღვრადა ამ ყველაფერს და შესაბამისად ამ მიმართულებით ჩვენი ურთიერთობა აღარ შემდგარა. როგორც ბოლო კონტაქტისას თვითონ მითხრა,ის ქვეყნიდან მიდიოდა, ალბათ არც დაბრუნებულა თორემ შემეხმიანებოდა"- უთხრა "ნიუპოსტს" ლევან ალაფიშვილმა.

იურისტის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს მოლაპარაკების მზაობა ჰქონდა.

"ირაკლი ოქრუაშვილი საზღვარგარეთ იმყოფება და ქიბარ ხალვაშის (არ ვიცი, ვინც მოიაზრება ამ ყველაფერში) და მისი ურთიერთობა პრობლემას არ წარმოადგენდა, არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ. კონკრეტულ ინფორმაციას მე ვერ გეტყვით, დაიწყო თუ მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები. თუცა ირაკლი ოქრუაშვილის უფლებების უზრუნველსაყოფად მოლაპარაკებები იყო ის პირველი, რასაც მიესალმებოდა"- დასძინა იურისტმა.

"ნიუპოსტის" კითხვაზე, გაიმართა თუ არა ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის შეხვედრა ლევან ალაფიშვილმა განაცხადა:

"მოლაპარაკება შემდგარ პროცესს არ ნიშნავს, ამ კონტექსტში ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ბევრი მიმართულებით იყო საუბარი. იმ მემორანდუმში, რომელიც გამოქვეყნდა საუბარია ერთის მხრივ ირაკლი ოქრუაშვილსა და მასთან დაკავშირებულ პირებზე და მეორეს მხრივ ქიბარ ხალვაშს, ოქრუაშვილთან და მასთან დაკავშირებული პირების წარმომადგენელს და მის კომპანიებს - ხვდებით რამდენ სუბიექტიანია? ფაქტია, შედეგი რომ ყოფილიყო, ან როცა იქნება, თუ იქნება ასეთი ბუნებრივია, ის საზოგადოებისგან დიდხანს ვერ დაიმალება. შედეგს ვნახავთ. პროცესს რაც შესახება, ვერ გეტყვით, ვინ რას საუბრობდა საჯაროდ ან არასაჯაროდ"- განაცხადა იურისტმა "ნიუპოსტთან".

ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ "რუსთავი 2"-ის საქმეზე დავის დაიწყების შესახებ გასული წლის სექტემბერში განაცხადა.

გორის მაჟორიტარობის მაშინდელი კანდიდატი აღნიშნავდა, რომ 2010 წლის გერმანიაში ხალვაშსა და მას შორის გაფორმდა ხელშეკრულება. საუბარია სკანდალურ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელიც რუსთავი 2-ზე პრეტენზიას გამოთქვამს თავად აღიარებს, რომ ტელევიზიის ყველა უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის.

დოკუმენტი ადასტურებს, რომ ქიბარ ხალვაში ოქრუაშვილის ნომინალური პირი იყო, აღნშნულ ფაქტს კი ხალვაში, ხელშეკრულებაში საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს. ალაფიშვილის განცხადებითვე, ფინანსურ გარიგებებაში გადახდილი თანხაც ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნოდა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42