Reuters-ი რ2-ზე: უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება თვისუფალი მედიის გაჩუმების მცდელობად შეფასდა
პოლიტიკა - 13:43, 03 Mar, 2017     1695
რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია უცხოური საინფორმაციო საშუალებებიდან ერთ-ერთმა პირველმა, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

„საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეცვალა ქვეყნის ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელობა, დაუბრუნა ყოფილ თანამფლობელს, რაც ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ კრიტიკა და თავისუფალი მედიის გაჩუმების მცდელობად შეფასდა“ - ნათქვამია სტატიაში.

საინფორმაციო სააგენტო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობასთან შეკრებილმა ასობით მაყურებელმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და რუსთავი 2-ის მომხრეებმა, მხარდაჭერის გამოსახატად კომპანიის სტუდიაში გადაინაცვლეს.

Reuters წერს, რომ ტელეარხი 2015 წლის აგვისტოდან იბრძოდა სასამართლოში, როდესაც ქვედა სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და მისთვის საკონტროლო პაკეტის დაბრუნება მოითხოვა განაჩენში.

სტატიის ავტორი, ასევე იხსენებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ტელეკომპანიას მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ.

„კრიტიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ ქიბარ ხალვაში, მმართველი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, გააჩუმებს მთავრობის მიმართ ერთადერთი ძლიერი კრიტიკული მედიის ხმას” - წერს "როიტერსი".

გამოცემა აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან ერთად, საკუთარ შეშფოთებას უცხოელი დიპლომატებიც გამოხატავენ.

სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩო შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან „აღნიშნულმა შესაძლოა შეზღუდოს ოპოზიციის წვდომა ქართულ მაუწყებელ მედიაზე“.

"პლურალისტური მედია უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის" - ციტირებს როიტერსი აშშ-ის საელჩოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42