„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ აქ მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე არ არის მსჯელობა, რა თქმა უნდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა პირველ რიგში ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა ის მიმართულია სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ და მიმართულია მათ შორის საკუთრების უფლების წინააღმდეგ და იმ ძირითადი უფლებების წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი კონსტიტუცია იცავს. ის რომ ქიბარ ხალვაშის ტელევიზია იყო ეს თავის დროზე, მათ შორის არც ქიბარ ხალვაშს არ სჯერა, იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ტელევიზია არასდროს არ ყოფილა რეალურად მისი და ის ფორმალურად იყო თავის დროზე მისი მესაკუთრე, თუმცა ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩვენ არ უნდა ვიმსჯელოთ ფორმალური სამართლებრივი მოქმედებებით, იქედან გამომდინარე, რომ კრიტიკული მედია არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება დემოკრატიულ საზოგადოებაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იარსებოს განსხვავებულმა აზრმა და მას არ უნდა მივუდგეთ მხოლოდ სასამართლო ფორმალური განმარტებით,“- განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






