„თავისუფალი სიტყვას ვერავინ დაახშობს, პროტესტი გადაინაცვლებს რუსთავი 2-დან ქუჩაში ან სადღაც სხვაგან“ - თორნიკე შარაშენიძე
პოლიტიკა - 13:07, 03 Mar, 2017     1570

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გუშინ გამოტანილ გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის მუკუთვნებასთან დაკავშრებით, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ეხმიანება.

„კურიერთან“ საუბრისას ექსპერტმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო რეაქცია იქნება მეორეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოხდეს ქვეყნის შიგნით.

„ხელისუფლებამ დაიცადა, როდესაც მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მხოლოდ ამის შემდეგ წაიღო რუსთავი 2, როგორც ჩანს ჩათვალეს, ხომ მოგვცეს უვიზო რეჟიმი, უკან ხომ ვერ წაიღებენო. დანარჩენის როგორც ჩანს არაფრის ეშინითა, კი გააპროტესტა საელჩომ, მაგრამ მერე რა, საელჩოს იქეთ შესაძლოა საქმე არც წავიდეს. ამის იმედი აქვთ, შესაძლოა ამან ისე ჩაიაროს, რომ უვიზო რეჟიმი არ წაგვართვან, საბოლოო ჯამში ეს დაგროვდება, თუმცა, ვფიქრობ საერთაშორისო რეაქცია იქნება მეორეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც ქვეყნის შიგნით მოხდება.

საბოლოო ჯამში ჩაკეტვა, დახშობა კარგ შედეგს ნამდვილად არ მოიტანს. თავისუფალ სიტყვას ვერავინ დაახშობს, პროტესტი გადაინაცვლებს რუსთავი 2-დან ან ქუჩაში ან სადღაც სხვაგან, რაც გაცილებით უარესი იქნება.

ერთი რამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, მან ნიღაბი ჩამოხსნა ბევრ ფარისეველს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გვეცხადებოდა თავისუფალი სიტყვისა და ადამიანის უფლებების დამცველად, ისინი ახლა არიან გაჩუმებული, „აპრავებენ“ ამას ისტერიულად ან დახვეწილად, გამოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც წინა ხელისუფლების დროს კიოდა ბოლო ხმაზე, იყო ჩვეულებრივი მერდოვე, ჩვეულებრივი ფარისეველი, სამწუხარო რეალობაა, თუ საქართველოს აქვს მომავალი, მას ააშენებენ პატიოსანი, წესიერი ადამიანები, ვინც ამ ქვეყანაში კიდევ შემორჩნენ.

თუ რაიმესი ეშინია ხელისუფლებას და ქვეყნის მმართველს, ეშინია ხალხის გამოსვლის ქუჩაში, როგორც ჩანს იმედი აქვთ, რომ შეიკრიბება ხალხი რუსთავი 2-ის ეზოში, მაქსიმუმ ერთი კვირა გაჩერდებიან, მათ აქვთ ჭკვიანური მიდგომა, ძალადობას ერიდებიან, თუ შეძლო ქვეყნის მმართველმა ის, რაც ვერ შეძლო თავისდროზე სააკაშვილმა, დაიქვემდებარა ხელისუფლების ყველა შტო და პრაქტიკულად, სამწუხაროდ მედიაც, ვხედავთ რა ხდება ეკლესიაში, არ არის გამორიცხული იქაც მომავალი პატრიარქი იყოს კონტროლირებადი მთლიანად ახლანდელი პოლიტიკური ელიტის მიერ, ახერხებენ ამას იმის წყალობით, რომ არ ჩქარობენ, უხეშ ძალას არ იყენებენ. ალბათ ძალას არ გამოიყენებენ ისინი იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც რუსთავი 2-ის ეზოში არიან შეკრებილნი, დაელოდებიან როდის ჩაცხრება ეს საპროტესტო მუხტი, როდის დაიშლება ხალხი და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება რუსთავი 2-ის დაბრუნება ქიბარ ხალვაშისთვის, ვინც წარმოჩინდა როგორც მსხვერპლი, მაგრამ ყველას ახსოვს ოქრუაშვილის მინისტრობის დროს, ის იყო თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი, მაშინ მან სარფიან საქმეს მოკიდა ხელი“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42