ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამაკა მდინარაძის თქმით მმართველი გუნდი საქართველოში მედიაპლურალიზმის არსებობას აუცილებლად შეუწყობს ხელს. მდინარაძემ ასევე უპასუხა იმ კრიტიკას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მისამართით გაისმა იმის გამო, რომ მათ ასეთი მნიშვნელოვანი საქმე ძალიან მოკლე ვადაში განიხილეს
„ამ ტომებს მოსამართლეები არ ეცნობიან იმ დღეს, როცა საქმის განხილვა მიმდინაროებს, ესაა საქმის განხილვის დასკვნითი ეტაპი და მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება რაც მიიღეს, და მე ვერ მივაყენებ სასამართლოს შეურაცხყოფას იმით რომ ამას პოლიტიკური გადაწყვეტილება ვუწოდო. რუსთავი2-ის ყველა ჟურნალისტს ვუსურვებ მაქსიმალურ თავისუფლებას. საქართველოში მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მედიაპლურალიზმი და ჩვენ ამას აუცილებლად შევუწყობთ ხელს, ამას არანაირი საფრთხე არ უნდა შეექმნას.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






