"უზენაესმა სასამართლომ თავისუფალი სასამართლო მიწაში ჩადო, შედეგი იქნება ძალიან მძიმე"- დიმიტრი შაშკინი
პოლიტიკა - 12:13, 03 Mar, 2017     2904
რუსთავი 2-ის საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეშფოთებას გამოთქვამს.
ყოფილი მაღალჩინოსანი "ნიუპოსტთან" იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც კრიტიკული მედიის ჩახშობას მოჰყვება.

"უზენაესმა სასამართლომ გუშინდელი გადაწყვეტილებით, მედიის დამოუკიდებლობა, თავისუფალი მედიის პრინციპი, იურისპრუდენცია და თავისუფალი სასამართლო მიწაში ჩადო. როგორც იურისტმა, მინდა გითხრათ, რომ დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ისევე როგორც პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, იურისპრუდენციის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს. დედამიწის ზურგზე არ არსებობს, არცერთი იურისტი, რომელიც საკუთარი ნამუსისა და პროფესიული მორალის შელახვის გარეშე შეძლებს ამ გადაწყვეტილების გამართლებას. ამის "გაპრავება" შესაძლებელია, მხოლოდ "ქართული ოცნების" აქტივისტებისთვის"- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა "ნიუპოსტთან".


მისი თქმით, ქიბარ ხალვაში, ყველაზე ძლიერ ტელეკომპანიას "გააპარტახებს" და შემდეგ გაყიდის.

"ხალვაში ყოველთვის გამოირჩეოდა, ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ მაღალი ლოიალობით. ის ახლა ეცდება დახუროს კრიტიკული გადაცემები და საინფორმაციო ბადე, რომელიც ასე ძალიან არ მოსწონს დღევანდელ ხელისუფლებას. გააპარტახებს ამ ტელევიზიას და გაყიდის. ამის მაგალითია "მაესტრო", ყველამ კარგად დავინახეთ, რა მოუვიდა ამ არხს. სულ რამდენიმე თვის წინ, თანამშრომლებს ჰპირდებოდნენ, რომ ისინი ჩვეულ რეჟიმში შეძლებდნენ მუშაობას და სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებოდა - ჩართეთ "მაესტრო" და ნახეთ, რა დაემართა ამ ტელეკომპანიას, ზუსტად იგივე ელოდება რუსთავი 2-ს, თუ იქ ქიბარ ხალვაში შევიდა და დაიწყო ამ არხის განადგურება"- თქვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რომელიც თვლის, რომ "ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის მიტაცება საბოლოო ჯამში ქვეყანას დააზარალებს".

შაშკინი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კიდევ უფრო მწვავე შეფასებას ელოდება.

"შედეგი იქნება ძალიან მძიმე, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ, აშშ-ს საელჩოსა და Freedom House - ის გუშინ ღამევე გაკეთებული განცხადებები. დღეს სავარაუდოდ იქნება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. შედეგები იქნება ბევრად უფრო მძიმე ვიდრე ამ ხელისუფლებას ჰქონია, სამწუხაროდ ეს შედეგები მძიმე იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ხელისუფლებას მძევლად ჰყავს აყვანილი. მმართველი პოლიტიკური გუნდი, თავის მოქმედებებით ზიანს არა მარტო ოპოზიციას, ტელევიზიას ან სასამართლო სისტემას აყენებს, ის ყველაზე დიდ ზიანს აყენებს ქვეყანას"- განმარტა შაშკინმა.

ყოფილმა მინისტრმა "რუსთავი 2" -ის გუნდის ერთიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა. შაშკინმა ხაზი გაუსვა ამ პროცესებში საზოგადოების აქტიურობის აუცილებლობას.

"ამ ბრძოლაში ძალიან ბევრი რუსთავი 2 -ის გუნდზეა დამოკიდებული. იმ ადამიანებზე, რომლებმაც შექმნეს ეს ტელეკომპანია. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ ისინი ამ მდგრადობის შენარჩუნებას. საბოლოოდ ყველაფერი საზოგადოების გადასაწყვეტია. რამდენად მზად არის ის დაიცვას დემოკრატიის ბასტიონი"- თქვა შაშკინმა.

შეგახსენებთ, გუშინ, უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების გადაწყვეტილებას ხელს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ცხრავე მოსამართლე აწერს. ეს მოსამართლეები არიან: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი შავლიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42