მოვლენებს ეხმიანება ევროპარლამენტარი შვედეთიდან და ევროპის სახალხო პარტიის წევრი გუნარ ჰოკმარკი. მისი თქმით, სასამართლომ სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მედია თავისუფლებას უქმნის საფრთხეს.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რუსთავი 2 დარჩეს დამოუკიდებელი და საქართველოს ჰქონდეს ძლიერი სასამართლო სისტემა. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს საკუთრების უფლებებსა და რუსთავი 2-ის დამოუკიდებლობას, ასევე უზრუნველყოს სათანადო სამართლებრივი პროცესის ჩატარება, ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში.
საქართველო ევროპულ სახელმწიფოს წარმოადგენს და ამ კონტექსტში, აუცილებელია დამოუკიდებელი მედია, მაშინაც კი, თუკი ის არასასიამოვნოა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ სიტყვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე. ვიმედოვნებ, საქართველოს უზენაესი გადაწყვეტილების მომავალი გადაწყვეტილება, ევროპული პრაქტიკის შესაბამისი იქნება" - აცხადებს ევროპარლამენტარი.

მასალის გამოყენების პირობები






