თორნიკე ნაროზაული: „დილით დედამ მკითხა - დედის დღე არ უნდა მომილოცო-ო ?
რანაირად უნდა ჩავატიო, ამ, ერთ სამ მარტში დედაჩემი დღემდე ვერ მივმხვდარვარ.
ბავშობაშიც მიკვირდა ხოლმე, მაგრამ მაშინ ყველა ამ დღეს ულოცავდა და მეც ვყიდულობდი იების კონას (იმ ფულსაც ზოგჯერ ისევ დედა მაძლევდა - აბა საიდან მოვიტანდი...) მიმქონდა სახლში და ველოდებოდი როდის დაბრუნდებოდა სამსახურიდან. როდის ნახავდა საჩუქარს (როგორც წესი ლექსითურთ) და გაუნათდებოდა სახე. მერე კი, ისევ იცვამდა საშინაო ტანსაცმელს და იწყებდა სახლის დალაგებას ან საჭმლის მზადებას (როგორც ხდება ხოლმე).. მეც ვფიქრობდი, რომ მორჩა დედის დღე და მიკვირდა...
რატომ ან როგორ ატევდნენ ერთ დღეში დედებს. (რომლებზეც გვასწავლიდნენ, რომ "ხელის გულზე ერბო კვერცხიც....")
არა, იმის წინააღმდეგი კი არ ვარ ეს დღე, რომ დედის დღედ ითვლება - ის მიკვირს, გუშნდელი და ხვალინდელი დღეები რომ აღარ ითვლება.
ყოველ დღე თუ არა, ყოველ კვირა ან ყოველთვე მაინც უნდა ჰქონდეთ დედებს "3 მარტი" - ჩემნაირ უვარგის შვილებს ვეუბნები, თორე კარგი შვილები მთელ სიცოცხლეს უსამმარტებენ დედიკოებს.
...და მე გილოცავთ ყველას - გილოცავთ რომ გყავთ დედები, რომ ხართ დედები და შეგიძლიათ ამ დროის სწორად გამოყენება.
ბევრს ეს ენატრება - აღარ შეუძლია.
გაუსამმარტეთ დედებს სიცოცხლე, სანამ ამის შანსი გაქვთ“.
მასალის გამოყენების პირობები






