"რუსთავის 2"-ის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას ევროპელი პოლიტიკოსები ეხმიანებიან
პოლიტიკა - 10:09, 03 Mar, 2017     4137
უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი2-თან დაკავშირებით მიღებულ გყადაწყვეტილებას უცხოელი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტის, ევრო პარლამენტარ იაცეკ სარიუშ ვოლსკის თქმით საქართველომ გეგმის განსახორციელებლად უვიზო მიმოსვლის მიღებამდე მოიცადა:

„როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს მთავრობამ რუსთავი 2-ის, უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელეარხის, ხელში ჩასაგდებად გულუბრყვილო ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის მიღებამდე მოიცადა“ - წერს სარიუშ ვოლსკი Twitter-ზე.

მოვლენებს ეხმიანება ევროპარლამენტარი ანა გომესიც, მისი თქმით, ის დამწუხრებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო და შიშობს, რომ ეს ქვეყანაში პლურალიზმს შეამცირებს, რაც შემდგომ პოლარიზებულ პოლიტიკურ სივრცეს შექმნის.

მოვლენებს ეხმიანება კიდევ ერთი ევროპარლამენტარი შვედეთიდან და ევროპის სახალხო პარტიის წევრი გუნარ ჰოკმარკი. მისი თქმით, სასამართლომ სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას.

მომხდარს სამწუხაროს უწოდებს ევრო პარლამენტარი და ლატვიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სანდრა კალნიეტეც. Facebook-ზე გაკეთებულ ვრცელ განცხადებაში ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს უზრუნველყოს მედია პლურალიზმი ქვეყანაში.

მოვლენებს ეხმიანება ეუთოს წარმომადგენელი დუნია მიატოვიჩიც. ის Twitter-ზე წერს, რომ ეს ნაბიჯი იმედების გაცრუებას იწვევს და მედია პლურალიზმისთვის დიდი დარტყმაა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42