"ვალების დამგროვებლები პასუხს აგებენ"- ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის დავალიანებებზე საუბრობს
პოლიტიკა - 22:41, 02 Mar, 2017     8114
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ახალი მფლობელი, ქიბარ ხალვაში ტვ პირველთან ინტერვიუში აცხადებს, რომ 2004 წლიდან დღემდე სამაუწყებლო კომპანიას მის მფლობელობაში ყოფნის შემთხვევაში, შესაძლოა, ბევრად დიდ მოგებაზე გასულიყო.

“მე ვთვლი, რომ იმაზე ნაკლები დავიბრუნე, ვიდრე ჩემგან წაიღეს იმიტომ, რომ 2004-2006 წლებში ბიზნესი წამოწყებული იყო და არავინ არ იცის, რა დონეს მიაღწევდა. აქედან გამომდინარე, ამის შეფასება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ ან მარტივად წარმოგიდგენიათ. თუ წაიღეს ლურჯი შენობა, ახლა შეიძლება, ყვითელი იყოს. ეს არ არის აღრიცხვის საფუძველი და შეფასების საფუძველი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ითვლება პერსპექტივასთან დაკავშირებით და სხვათა შორის მინდა, მაყურებელს ერთი რამ შევახსენო, რომ 2006 წლის ანგარიშით, რუსთავი2-მა იმაზე მეტი მოიგო, ვიდრე მომავალ წლებში, როგორც რუსთავი2-ის მენეჯმენტი აცხადებს დღეს. მაშინ იყო მოგებაზე ორიენტირებული და უბრალოდ, მე არ ვერთვებოდი პოლემიკაში, როდესაც ლაპარაკობდნენ, რომ წამგებიანი კომპანია ჩააბარა და მომგებიანი მიიღო. ჩვენ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ეს ბალანსები გადაიხედოს და როდის იყო ყველაზე მომგებიანი კომპანია, მოსახლეობამ რომ გაიგოს“ -განაცხადა ხალვაშმა.

რუსთავი 2-ის ახალი მფლობელი იმ დავალიანებებზე საუბრობს, რომელიც დღეს სამაუწყებლო კომპანიას სახელმწიფოს მიმართ გააჩნია. მისი თქმით, გამოძიებული უნდა იყოს მოხდა თუ არა დავალიანების შეგნებულად დაგროვება და პასუხისმგებელი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცენ.

"თუ ეს დავალიანებები ხელოვნურად არის შექმნილი და დაგროვებული, ამას ჰყავს პასუხისმგებელი და ვფიქრობ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით აგებს პასუხს. როდესაც ჩვენ დაგვაყადაღეს და გაგვიჩერეს, მეორე დღეს დაგვიკეტეს კარები და ხალხი უმუშევარი დატოვეს, არ მოგვცეს საშუალება, რომ ქვეყანასთან ანგარიშსწორება გაგვეკეთებინა, დაგვიგროვეს ვალები, გაგვაკოტრეს და დაგვტოვეს უმუშევარი. ხალხი იყო უსამსახუროდ. გვაზარალეს იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე დღეს არის. დღეს, მე მგონი, კანონიერება არსებობს და მაგ ვალების დამგროვებლები შესაბამისად პასუხს აგებენ, თუ ეს ხელოვნურადაა შექმნილი," - აცხადებს ხალვაში.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ორი საათის წინ გახდა ცნობილი. სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანიას მიაკუთვნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42