ქიბარ ხალვაშის თქმით ის დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადაუფორმებს ტელეკომპანიის წილს. ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა „მოამბეში“ განაცხადა.
„დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადავუფორმებ იმდენს, რამდენზეც მოლაპარაკებული ვიყავით. მგონია, რომ გაუგებრობას ადგილი არ ექნება. კონკრეტულად რამდენ პროცენტიან წილზეა საუბარი, მათთან შეუთანხმებლად ოფიციალური განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ, მათგან განსხვავებით “,- განაცხადა ხალვაშმა.
„მოამბის“ წამყვანის კითხვაზე, დარჩება თუ არა ამ შეთხანხმების შემდეგ საკონტროლო პაკეტი ხალვაშს ხელში, ის აცხადებს, რომ შეეცდება ტელევიზია იყოს ისეთი, როგორიც მას წარმოუდგენია.
„ტელევიზიას ისე არ მოვექცევი, რომ ის სხვისი კონტროლის ქვეშ მოექცეს და შევეცდები, ის ისეთი იყოს, როგორც წარმომიდგენია“,- განაცხადა ხალვაშმა.
დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძესთან ერთად გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშთან შეთანხმება იყო ტელეკომპანიის 50%-სა და მართვის უფლებაზე.
მასალის გამოყენების პირობები






