უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილი განჩინების მიხედვით, 60 %-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში, ხოლო 40 %შპს პანორამას მიაკუთვნეს.
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სამაუწყებლო კომპანიის იურისტები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაწყვეტილების შეჩერების თაობაზე განაცხადს შეიტანენ.
„ჩვენ ხვალვე ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული მექანიზმია ეს და ძალიან სერიოზული და შრომატევადი საქმეა ეს და დროს მოითხოვს, მაგრამ ვნახავთ, მაინც ვცდით ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში. ხვალ შეგვაქვს შეჩერებაზე ამ გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი. ვნახოთ როგორ წარიმართება ეს ყველაფერი. ასევე მოვუწოდებ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მათ ხელთ არის განიხილონ ჩვენი სარჩელები ბოლოს და ბოლოს და მიიღონ გადაწყვეტილება, მათ შორის ანტიკონსტიტუციურობაზე და უკუძალაზე ამ მიმართულებით გადაწყვეტილების. ეს ორი სარჩელი თუ დაკმაყოფილდა, თავისთავად ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება ავტომატურად გაუქმდება,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






