უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილი განჩინების მიხედვით, 60 %-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში, ხოლო 40 %შპს პანორამას მიაკუთვნეს.
რუსთავი 2 მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. დიანა ჯოჯუას განცხადებით, აღნიშნული განაჩენით უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა სიტყვის თავისუფლებას:
„ძალიან მძიმე თემებზე გვიწევს საუბარი, ბატონებო გილოცავთ, თქვენ წარმატებით შეასრულეთ დავალება, რუსთავი 2 წაგვართვით ჩვენ, ჩვენს მაყურებელს და ხალხს, თქვენი გადაწყვეტილებით განაჩენი გამოუტანეთ სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას, თუმცა ბრძოლა არ მთავრდება, ამ გადაწყვეტიელბას არაფერი არ აქვს სასამართლო გადაწყვეტილებასთან საერთო, ჩვენ აუცილებლად დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას ბოლომდე“, - განაცხადა დიანა ჯოჯუამ.
მასალის გამოყენების პირობები






